ავტორი:

"გადაჭარბების გარეშე, ნეაპოლი ახლა მარადონასა და ხვიჩას ქალაქია" - რას ჰყვება "ინტერის აკადემიის" პრეზიდენტი ანა წერეთელი?

"გადაჭარბების გარეშე, ნეაპოლი ახლა მარადონასა და ხვიჩას ქალაქია" - რას ჰყვება "ინტერის აკადემიის" პრეზიდენტი ანა წერეთელი?

მოგეხსენებათ, საქართველოში "ინტერის აკადემია" ფუნქციონირებს და მას ქალი პრეზიდენტი ჰყავს, ეს ანა წერეთელია. აკადემიის ქართველი ფეხბურთელები და მწვრთნელები მილანში იმყოფებოდნენ, ქალბატონმა ანამ კი შემთხვევით ისარგებლა, ნეაპოლსაც ესტუმრა და ხვიჩა კვარაცხელიასთან შეხვედრაც შეძლო. Sportall.ge აქვეყნებს "ინტერის" ქართული აკადემიის ხელმძღვანელის იტალიურ შთაბეჭდილებებს. გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:

"იტალიაში ხვიჩას მიმართ ძალიან დადებითად არიან განწყობილნი. ნეაპოლში ჩავედი თუ არა, პატივს სწორედ ხვიჩას გამო მცემდნენ. ვერ მივხვდი, ჩემთან "სელფებს" რატომ იღებდნენ, აღმოჩნდა, ამის მიზეზი ის იყო, რომ ქართველი და "კვარას" თანამემამულე ვარ.

გადაჭარბების გარეშე, ნეაპოლი ახლა მარადონასა და ხვიჩას ქალაქია. კვარაცხელიას ყველა ფერის მაისური ერთნაირი წარმატებით იყიდება - თეთრი, ლურჯი, ვარდისფერი... გაყიდვაშია პატარა თაბაშირის ფიგურები, რომლებზედაც მხოლოდ ხვიჩა და დიეგო არიან გამოსახულნი. კვარაცხელიას ორიგინალი მაისურების შეძენა პრობლემურიც კია.

სტადიონზე, ნეაპოლელთა თამაშზე როცა ვიყავი, ყველა კუთხეში ქართული დროშა შეინიშნებოდა.

ქალაქში სეირნობისას საკმაოდ ბევრი ქართველი შემხვდა. იქაური დამოკიდებულების შემდეგ პირველად მომინდა, სხვა გვარი მქონოდა და იმ მომენტში კვარაცხელია ვყოფილიყავი". წაიკითხეთ სრულად