ავტორი:

გონიოს ციხესთან ხმაური იყო - ადგილობრივებმა ბათუმი-გონიოს დამაკავშირებელი ცენტრალური გზა გადაკეტეს

გონიოს ციხესთან ხმაური იყო - ადგილობრივებმა ბათუმი-გონიოს დამაკავშირებელი ცენტრალური გზა გადაკეტეს

გონიოს ციხესთან ხმაური იყო, სადაც ადგილობრივებმა ბათუმი-გონიოს დამაკავშირებელი ცენტრალური საავტომობილო გზა გადაკეტეს. როგორც გონიოში მცხოვრებლები ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებენ, მათი მთავარი სამი მოთხოვნაა, რომ ხელისუფლებამ მიწის საკუთრების აღიარება, ტურისტული ინფრასტრუქტურისთვის მიწის გამოყენების ნებართვა და გაფორმებული მიწის ნაკვეთების მოსახლეობისთვის დროული გადაცემა მოახდინოს.

როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, წინა ხელისუფლებამ გონიოში მცხოვრებლებს მიწის ნაკვეთები ჩამოართვა, "ქართულმა ოცნებამ” ნაწილს დაუბრუნა, თუმცა ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით გამოყენების უფლება შეუზღუდა.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებას ნახევარ საათს დროს აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში გზის გადაკეტვას კვლავ გეგმავენ.

ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.

"გონიოში 200-მდე მცხოვრები ხელისუფლებას წინასაარჩევნო დანაპირებს ახსენებს. ოჯახების ნაწილს მიწები არ გაუფორმეს, მათ საშუალებას არ აძლევენ სასტუმროების მშენებლობის. არ ეძლევათ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების საშუალება. ე.წ. პლანტაციაში დასახლებულ 50-მდე ოჯახს დღემდე არ აქვს საკანალიზაციო სისტემა მოწესრიგებული, გარე განათება და დამისამართება მოუგვარებელია. მოსახლეობამ პრობლემების შესახებ მთავრობის თავმჯდომარეს და მერს აცნობა,მათ სიმბოლურად გზა გადაკეტეს და ნახევარ საათს აძლევენ ხელისუფლებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, გზას კვლავ გადაკეტავენ”,- აცხადებს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე.