ავტორი:

ლევან ხაბეიშვილმა "ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა დაასახელა

ლევან ხაბეიშვილმა "ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა დაასახელა

"ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს. ამის შესახებ ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ჩემმა მეგობრებმა, თანამებრძოლებმა რამდენიმე დრის წინ გაახმოვანეს და მოითხოვეს "ნაციონალური მოძრაობაში“ შიდადემოკრატიული არჩევნები, სადაც მხარდამჭერების მიერ არჩეული უნდა იყოს ახალი თავმჯდომარე. მნიშვნელოვანია, რომ ამ იდეას მხარი დაუჭირეს "ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა, საკრებულოს წევრებმა და ასევე მხარი დაუჭირა რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელების დიდმა ნაწილმა. არჩევნების მზაობა გამოთქვა პარტიის ხელმძღვანელმა, რაც მისასალმებელი და მნიშვნელოვანია. რამდენიმე დღიანი კონსულტაციის შედეგად ჩემს მეგობრებთან, თანამებრძოლებთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება მონაწილეობა მივიღო არჩევნებში და "ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შევთავაზო საკუთარი კანდიდატურა. ამ გამოწვევას ვიღებ არა ვინმეს საწინააღმდეგოდ, არამედ "ნაციონალური მოძრაობის გასაძლიერებლად“, - აცახდებს ხაბეიშვილი.