ავტორი:

ლევან ხაბეიშვილი გიორგი ჩალაძეს სთავაზობს, პარტიაში შეიქმნას შტაბი, სადაც ის ადამიანები გაერთიანდებიან, ვისაც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა აინტერესებს

ლევან ხაბეიშვილი გიორგი ჩალაძეს სთავაზობს, პარტიაში შეიქმნას შტაბი, სადაც ის ადამიანები გაერთიანდებიან, ვისაც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა აინტერესებს

„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ინიციატივით გამოდის, პარტიაში შეიქმნას შტაბი, სადაც ის ადამიანები გაერთიანდებიან, ვისაც მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა აინტერესებს.

ლევან ხაბეიშვილი მოუწოდებს გიორგი ჩალაძეს ამ შტაბს სათავეში ჩაუდგეს.

„მინდა გამოვიდე ინიციატივით და გიორგი ჩალაძეს, რომელიც მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობისთვის ამ თვეების განმავლობაში ყველაფერს აკეთებს, შევთავაზო „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეიქმნას შტაბი, სადაც გაერთიანდებიან - პოლიტიკოსები, ექიმები, სამოქალაქო სექტორი, ის ადამიანები, ვისაც აინტერესებს სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, ამ შტაბს გიორგი ჩალაძე ჩაიდგეს სათავეში. ჩემი მიზანია, „ნაციონალური მოძრაობა“ ამართლებდეს მის სახელს და შინაარს. ვიყოთ უკომპრომისო ბრძოლაში რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ“, - აღნიშნავს ხაბეიშვილი.

ასევე იხილეთ: