ავტორი:

"მხოლოდ აგარაკების ტერიტორია კი არა, გარშემო ადგილებიც მიაქვთ..." - აფხაზეთში "ბიჭვინთის აგარაკებთან" დაკავშირებით მღელვარება იზრდება, რუსეთი სოხუმის პირობებზე უარს ამბობს

"მხოლოდ აგარაკების ტერიტორია კი არა, გარშემო ადგილებიც მიაქვთ..." - აფხაზეთში "ბიჭვინთის აგარაკებთან" დაკავშირებით მღელვარება იზრდება, რუსეთი სოხუმის პირობებზე უარს ამბობს

აფხაზური მედიის ცნობით, ბიჭვინთის აგარაკებთან დაკავშირებით, აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების მიერ წაყენებულ პირობებს რუსეთი არ ითვალისწინებს. "ამის შესახებ მათ უკვე გამოგზავნეს ოფიციალური პასუხი", - წერს "Нужная газета."

გამოცემის ცნობით, ბიჭვინთის ტერიტორიების რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებამდე, სოხუმი ითხოვდა, რომ დოუმენტში შეეცვალათ ტერიტორიის ფართობი, რომელიც "კოორდინატების არასწორად მითითების გამო უფრო დიდია, ბევრად მეტი ტერიტორიაა შეტანილი, ვიდრე "ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკები" მოიცავს.

გარდა ამისა, სოხუმი შეთანხმებაში სპეციალური პუნქტის ჩართვას ითხოვდა, რომლის ფარგლებშიც, მესამე პირებზე ტერიტორიის გადაცემა შეუძლებელი იქნებოდა. თუმცა,აფხაზური მედიის ცნობით, "რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წერილში აღნიშნულია, რომ აფხაზეთის "პარლამენტის" მიერ დოკუმენტის "რატიფიცირებამდე", მასში ცვლილებები ვერ შევა."

  • აფხაზი "პოლიტიკოსებისა" და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მოსაზრებით, მსგავსი ფორმით, დოკუმენტის რატიფიცირება ამ ფორმით ძალიან დიდი რისკების შემცველია.

იმ ფონზე, რომ აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა, აფხაზეთში მომუშავე არასამთავრობოებს დანაშაულებრივ ორგანიზაციებად აცხადებს და მათი საქმიანობის აკრძალვას ითხოვს, ისინი "ბიჭვინთის აგარაკების" საკითხზე კრიტიკას ერიდებიან.

ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ აფხაზეტში ახლა მიმდინარე პროცესები ინალ არძინბას კლანისთვის "გზის მოსუფთავების" მცდელობაა. მათი თქმით, არძინბას აღიზიანებს იმ ახალგაზრდების აქტიურობა, რომლებიც აფხაზეთში რუსულ პოლიტიკას აკრიტიკებენ. კერძოდ, ქუჩაში ახალგაზრდების მიერ გამოტანილი ბანერები, სადაც წერია, რომ "მეგობრობის ნაცვლად მიწას არავინ ითხოვს."

აფხაზი "დეპუტატი: ალხას ბარციცი ამბობს, რომ "ბიჭვინთის აგარაკების" რუსეთისთვის გადაცემის შესახებ დოკუმენტში არაერთი შეცდომაა დაშვებული. "საქმე ეხება შეცდომით მითითებულ კოორდინატებს, რის გამოც დოკუმენტში შედის ზღვის ტერიტორიაც, რომელიც სახელმწიფო აგარაკების ტერიტორიებს სცდება", - ამბობს ბარციცი.

ის აღნიშნავს, რომ არის რამდენიმე პუნქტი, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობაში მღელვარებას იწვევს.

კიდევ ერთი აფხაზი "დეპუტატის", კან კვარჩიას თქმით, თუ ბიჭვინთასა და ლიძავას ტერიტორიებთან დაკავშირებული შეცდომები დროულად არ გამოსწორდება, შესაძლოა, ყველაფერი კიდევ უფრო გართულდეს.

"ჩვენ დოკუმენტს ხელს არ მოვაწერთ იქამდე, ვიდრე არ გვეცოდინება, როგორია მისი საბოლოო ვარიანტი, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება ის რატიფიცირებული", - ამბობს ოპოზიციონერი ლეონიდ ლაკერბაია.

  • ადგილობრივების თქმით, ოპოზიციონიორი პოლიტიკოსები ცდილობენ წინააღდეგობის გაწევას, მაგრამ როგორც ჩანს, რუსების წინაშე აზრის ბილომდე გამოხატვას მაინც ვერ ბედავენ, რადგან პროტესტისა და წინააღდეგობის მიუხედავად, საბოლოოდ, რუსული მხარე აბობს, რომ ისიბი არავითარ პირობებს არ აღიარებენ და ტერიტორიებს ჩაიბარებენ ისე, როგორც თავდაპირველად მოითხოვეს.
ინალ არძინბა

"თავიდანვე ვიცოდით, რომ ყველაფერი ისე დასრულდებოდა, როგორც რუსეთში გადაწყვიტეს. ჯერჯერობით, ყველაფერი მათი გეგმის მიხედვით მიდის და ასე იქნება შემდეგშიც. მხოლოდ ბიჭვინთის აგარაკების ტერიტორია კი არა, გარშემო ადგილებიც მიაქვთ, რომელზეც ჩიტი ვერ გადაფრინდება, თავად ჩაასახლებენ "ეფესბეს" ოჯახებს. ანუ ქვეყნის შიგნით კიდევ ერთ ქვეყანას ვიღებთ.

შეთანხმების თანახმად, ტერიტორია რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის. ყველა შენობა-ნაგებობა ფედერალური დაცვის სამსახურის საკუთრება ხდება, ისევე, როგორც 186 ჰექტარი მიწა და საზღვაო სივრცის 115 ჰექტარი. შავი ზღვის აკვატორია მიმდებარე მიწებით რუსეთს 49-წლიანი იჯარით გადაეცემა... ოპოზიცია ხმაურობს მაგიდასთან, ქუჩაში არავინ გამოდის, რადგან პროტესტს ორგანიზება უნდა. ახლა ხომ ხვდებით, ვის და რატომ ებრძოდა არძინბა?! ისინი დროულად მოაშთო", - წერს სოლიდატ ცკუა.

"ამისთვის იყო ჩაბრძანებული 10 ნოემბერს ჩვენი მთავრობის წარმომადგენლობა მოსკოვში?! პარალელურად, ბიჭვინთის გარშემო რუსეთისთვის გადასაცემი ტერიტორია გააფართოვა, თან ენერგოსისტემაც ჩააბარეს. სამაგიეროდ, ჩვენი მეგობრობის ნიშნად, დიმიტრი მედვედევის სახელობის ხეივანი გაიხსნება. გილოცავთ, ყველაფერი მოგვარებულია", - მიაჩნია რუსო ჩიჩბას.