ავტორი:

თბილისის საქალაქო სასამართლო ეხმიანება მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებს, რომ ის საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად

თბილისის საქალაქო სასამართლო ეხმიანება მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებს, რომ ის საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად

თბილისის საქალაქო სასამართლო ეხმიანება მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. ამის შესახებ ნათქვამია საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, 2022 წლის 19 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ ბრალდებულ ბექა ხონელიძის მიმართ დაადგინა გამამტყუნებელი განაჩენი.

"გამოკვლეული მტკიცებულებებით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი ბექა ხონელიძე 2021 წლის 9 დეკემბერს, თბილისში შპს ,,საქართველოს ფოსტის’’ ავტოსადგომზე უკანონო შეღწევის გზით, დაცვის თანამშრომლებისგან ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ცდილობდა კედელზე აკრული მეტალის ფირფიტების ჩამოხსნას და მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებას. ფაქტის თვითმხილველი მოწმეების, კერძოდ პოლიციის თანამშრომლებისა და შპს ,,საქართველოს ფოსტის’’ დაცვის თანამშრომლის ჩვენებებით, ასევე საქმეზე ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა ბრალდებულის მიერ ძალაყინით შენობის კედლიდან მეტალის ფირფიტების ჩამოხსნის ფაქტი.

სასჯელის განსაზღვრისას სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ ბრალდებული წარსულში არაერთხელ იყო ნასამართლევი. კერძოდ:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 ნოემბრის განაჩენით ბექა ხონელიძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 1 ივლისის განაჩენით ბექა ხონელიძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის და 6 თვის ვადით, საიდანაც 6 თვე მიესაჯა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 5 წელი, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი. მასვე, დამატებით სასჯელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 მარტის განჩინებით შეეცვალა ჯარიმით 1875 (ათას რვაას სამოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით.

პირობით გამოსაცდელი ვადის პერიოდში ბექა ხონელიძემ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, სადგომში უკანონო შეღწევით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით ბექა ხონელიძე ცნობილ იქნა დამნაშავედ ქურდობის მცდელობაში, სადგომში უკანონო შეღწევით, ჩადენილი არაერთგზის, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ “ ქვეპუნქტებით.

სასჯელის კანონიერების და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, განაჩენთა ერთობლიობით, ბრალდებულ ბექა ხონელიძეს სასჯელის ზომად და სახედ განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე წინა განაჩენით მოუხდელი დამატებითი სასჯელი ჯარიმა 8875 ლარის ოდენობით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.