ავტორი:

"მე ლევან ხაბეიშვილს ვემხრობი - თუ  მას აირჩევენ "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ, უფრო მეტს გავერთობით" - კახა კალაძე

"მე ლევან ხაბეიშვილს ვემხრობი - თუ  მას აირჩევენ "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ, უფრო მეტს გავერთობით" - კახა კალაძე

"მე ლევან ხაბეიშვილს ვემხრობი...თუ ლევან ხაბეიშვილი იქნება არჩეული "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ, უფრო მეტს გავერთობით", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილს იმსახურებს.

"მე ლევან ხაბეიშვილს ვემხრობი, ლევან ხაბეიშვილს ვუჭერ მხარს, "ნაციონალური მოძრაობა“ დღეს იმ მდგომარეობაშია, ლევან ხაბეიშვილს იმსახურებს პარტიის თავმჯდომარედ და ჩემი სრული მხარდაჭერა მას, ძალიან გამიხარდება, თუ ლევან ხაბეიშვილი იქნება არჩეული "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ, უფრო მეტს გავერთობით“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილმა "ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა დღეს დაასახელა.