ავტორი:

"რაკეტის ჩამოვარდნაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება" - ნატო-ში პოლონეთის ელჩი

"რაკეტის ჩამოვარდნაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება" - ნატო-ში პოლონეთის ელჩი

ნატო-ში პოლონეთის ელჩის, ტომაშ შატკოვსკის განცხადებით, პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტის ჩამოვარდნაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.

როგორც CNN-თან საუბრისას ელჩმა განაცხადა, რუსეთს რომ უკრაინაზე თავდასხმა არ განეხორციელებინა, ინციდენტი არ მოხდებოდა.

"საბოლოო პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება”, - აღნიშნა პოლონელმა დიპლომატმა.

კითხვაზე, როგორ გრძნობს პოლონელი ხალხი თავს ინციდენტის შემდეგ, შატკოვსკიმ უპასუხა, რომ "გარკვეული შიში გასაგებია“ და დასძინა, რომ ხელისუფლება ბევრს აკეთებს მოსახლეობის გასამხნევებლად.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტა ჩამოვარდა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.