ავტორი:

"თავისუფალი მსოფლიო ჩვენთანაა მანამ, სანამ არ გავიმარჯვებთ" - რეზნიკოვი

"თავისუფალი მსოფლიო ჩვენთანაა მანამ, სანამ არ გავიმარჯვებთ" - რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი უკრაინის უსაფრთხოების მრჩეველთა ჯგუფის შეხვედრას აფასებს და აცხადებს, რომ უკრაინა პარტნიორების მადლობელია მხარდაჭერისა და ახალი ინიციატივებისთვის.

"რამშტეინ 7“ რამდენიმე სიტყვით : თავისუფალი მსოფლიო ჩვენთანაა მანამ, სანამ არ გავიმარჯვებთ. მადლობა ჩვენს პარტნიორებს მხარდაჭერისთვის და ახალი ინიციატივებისთვის. ველით დიდ შედეგებს გერმანიაში მომავალ შეხვედრამდე“, - წერს რეზნიკოვი „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, უსაფრთხოების მრჩეველთა ჯგუფის შეხვედრა „რამშტეინის“ ფორმატში გუშინ გაიმართა.