ავტორი:

"რესპუბლიკელთან“ თუ "დემოკრატთან” - ვისაც სურს ჩემთან ერთად იმუშაოს ამერიკელი ხალხისთვის შედეგების მისაღებად" - ჯო ბააიდენი

"რესპუბლიკელთან“ თუ "დემოკრატთან” - ვისაც სურს ჩემთან ერთად იმუშაოს ამერიკელი ხალხისთვის შედეგების მისაღებად" - ჯო ბააიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი „რესპუბლიკელებს“ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის მოპოვებას ულოცავს და აცხადებს, რომ მზადაა, ამერიკელების ცხოვრების გასაუმჯობესებლად მათთან ერთად იმუშაოს.

“ვულოცავ ლიდერ მაკკარტის „რესპუბლიკელების“ მიერ წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის მოპოვებას და მზად ვარ, ვიმუშაო „რესპუბლიკელებთან“, რათა მივიღოთ შედეგები ამერიკელი ოჯახებისთვის”, - აღნიშნულია ბაიდენის განცხადებაში.

მისი თქმით, არჩევნებზე ამომრჩევლებმა გარკვევით ისაუბრეს იმ საკითხებზე, რაც აწუხებთ და მათ სურთ, პოლიტიკოსებმა ფოკუსირება მოახდინონ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე და მათი ცხოვრების გაუმჯობესებაზე.

"ამ არჩევნებზე ამომრჩევლებმა გარკვევით ისაუბრეს თავიანთ პრობლემებზე: ხარჯების შემცირების, არჩევანის უფლების დაცვისა და ჩვენი დემოკრატიის შენარჩუნების აუცილებლობაზე. ამერიკელ ხალხს სურს, რომ საქმეები გავაკეთოთ მათთვის. მათ სურთ, რომ ფოკუსირება მოვახდინოთ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე და მათი ცხოვრების გაუმჯობესებაზე. ვიმუშავებ ნებისმიერთან - „რესპუბლიკელთან“ თუ „დემოკრატთან” - ვისაც სურს ჩემთან ერთად იმუშაოს, მათთვის შედეგების მისაღებად”, - განაცხადა ბაიდენმა.

შეგახსენებთ, „რესპუბლიკელებმა“ წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის მოსაპოვებლად საჭირო 218 მანდატი მიიღეს.