ავტორი:

Warner Bros-მა რუსეთში თავისი ფილმების ჩვენება აკრძალა

Warner Bros-მა რუსეთში თავისი ფილმების ჩვენება აკრძალა

ამერიკულმა კინოკომპანია Warner Bros-მა რუსული ჰოლდინგურ კომპანია "ნაციონალური მედია ჯგუფის” არხებს სტუდიის ფილმების მაუწყებლობა აუკრძალა, მიუხედავად იმისა, რომ სალიცენზიო ხელშეკრულებები ჯერ კიდევ წელიწადნახევარის განმავლობაშია ძალაში, - ინფორმაციას გამოცემა "Бюллетень Кинопрокатчика“ ავრცელებს.

"ნაციონალური მედია ჯგუფი“ მოიცავს: "პირველ არხს”, СТС-ს, РЕН ТВ-ს, "Домашний"-ს, "მეხუთე არხს”. ჰოლდინგი ასევე ემსახურება საკაბელო ტელევიზიას.

2016 წლის დეკემბერში ჰოლდინგის პრეზიდენტი, კირილ კოვალჩუკი აშშ-ის სანქციების ქვეშ მოექცა. ჰოლდინგის ერთ-ერთ აქციონერს, "როსია ბანკს“ კი სანქციები 2014 და 2022 წლებში დაუწესეს.

შეგახსენებთ, Warner Bros-მა, ისევე როგორც Disney-მ, Sony-მ, Paramount-მა და Universal Pictures-მა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთში მუშაობა და მათი პროექტების ლიცენზირება შეაჩერეს.