ავტორი:

ავსტრალიელმა მილიარდერმა ენდრიუ ფორესტმა ომის შემდეგ უკრაინის რეკონსტრუქციის ფონდი შექმნა, სადაც 500 მილიონი დოლარი გადარიცხა

ავსტრალიელმა მილიარდერმა ენდრიუ ფორესტმა ომის შემდეგ უკრაინის რეკონსტრუქციის ფონდი შექმნა, სადაც 500 მილიონი დოლარი გადარიცხა

ავსტრალიელმა მილიარდერმა ენდრიუ ფორესტმა ომის შემდეგ უკრაინის აღსადგენად ფონდი შექმნა.

მილიარდერმა, რომლის კომპანიებიც ავსტრალიაში წიაღისეულს მოიპოვებს, განაცხადა, რომ მისი მიზანია უკრაინის რეკონსტრუქციისთვის 25 მილიარდი დოლარი შეგროვდეს. ენდრიუ ფორესტმა და მისმა მეუღლემ ფონდში 500 მილიონი დოლარი უკვე ჩარიცხეს. თავად ორგანიზატორებს სჯერათ, რომ შეგროვილი თანხა 100 მილიარდამდეც მიაღწევს.

პრეზიდენტი ზელენსკი ამ წამოწყებას მიესალმა: „ვისარგებლებთ იმით, რომ რაც რუსებმა გაანადგურეს, უახლესი, თანამდროვე, მწვანე და ციფრული ინფრასტრუქტურით ჩავანაცვლოთ“.

მარტიდან მოყოლებული, რაც ფონდი შეიქმნა, ფორესტმა გეგმები არაერთ მსოფლიო ლიდერთან განიხილა, მათ შორის აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან, დიდი ბრიტანეთის მაშინდელ პრემიერ მინისტრ ბორის ჯონსონთან და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან.

The Ukraine Green Growth გეგმავს, რომ შეგროვილი თანხა ძირითად ინფრასტრუქტურას მოახმაროს, როგორიცაა ენრგეტიკა და ტელეკომის ქსელები. მილიარდერის თქმით, ფონდში შეგროვებული თანხის გამოყენება და უკრაინის აღდგენა მას შემდეგ დაიწყება, რაც რუსული ძალები ქვეყნის ტერიტორიას დატოვებენ.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა