ავტორი:

"კელი დეგნანის მიმართ აღმაშფოთებელი კრიტიკა ძირს გამოუთხრის ჩვენს შორის პარტნიორობას" - კარენ დონფრიდი

"კელი დეგნანის მიმართ აღმაშფოთებელი კრიტიკა ძირს გამოუთხრის ჩვენს შორის პარტნიორობას" - კარენ დონფრიდი

საქართველოში ჩვენი ელჩის, კელი დეგნანის მიმართ აღმაშფოთებელი კრიტიკაა. მინდა ვუთხრა კომიტეტის წევრებს, რომ ის არის საქართველოში აშშ-ის ფანტასტიკური წარმომადგენელი და მე მას მხარს დავუჭერ ნებისმიერ დროს, - ამის შესახებ ევროპის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, კარენ დონფრიდმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც კავკასიაში აშშ-ის პოლიტიკა შეაფასეს.

მისი თქმით, კელი დეგნანის მიმართ აღმაშფოთებელი კრიტიკა ძირს გამოუთხრის აშშ-საქართველოს პარტნიორობას.

"ჩვენ ამის შესახებ ვესაუბრეთ საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრს და მიუხედავად იმისა, რომ ეს არიან ჯგუფები, რომლებიც არ არიან მთავრობის ნაწილი, ზოგიერთ მათგანს, რომელიც უაღრესად და არასწორად კრიტიკულია ელჩის მიმართ, აქვს ახლო კავშირები მთავრობასთან და ჩვენ გარკვევით განვაცხადეთ, რომ ეს კრიტიკა ძირს გამოუთხრის ჩვენს შორის პარტნიორობას“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ.