ავტორი:

ირანში კიდევ 15 ადამიანი მოკლეს, მათ შორის 9 წლის ბავშვი - რას აცხადებს სახელმწიფო მედია და რას ამბობენ თვითმხილველები?

ირანში კიდევ 15 ადამიანი მოკლეს, მათ შორის 9 წლის ბავშვი - რას აცხადებს სახელმწიფო მედია და რას ამბობენ თვითმხილველები?

ირანში უსაფრთხოების ძალების მიერ ცეცხლის გახსნას სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა. გამოცემა The Guardians-ის ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის 9 წლის ბიჭიც არის, რომელიც სროლის დროს მეტროსადგურთან, მანქანაში იმყოფებოდა. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებაც. შეგახსენებთ, ირანში საპროტესტო გამოსვლები ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. როგორც პროტესტანტები ამბობენ, გასულ დღე-ღამეს, ბოლო 9 კვირის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური აქცია გაიმართა. ირანის სახელმწიფო მედია ამტკიცებს, რომ მოქალაქეებს ცეცხლი 2 მოტოციკლეტით მოძრავმა პირებმა გაუხსნეს, მათივე ინფორმაციით, დაღუპულია სახელმწიფო უშიშროების სამსახურის 2 თანამშრომელი. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტებს, მეტიც, "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტებს ეკისრებათ, თუმცა თვითმხილველთა თქმით, ცეცხლი მშვიდობიან მოქალაქეებს სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა გაუხსნეს.

ირანის ადამიანთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია "ჰარანის“ ცნობით, ბოლოდროინდელ საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რიცხვმა, ოფიციალურად, უკვე 348 შეადგინა, თუმცა მიიჩნევა, რომ სინამდვილეში უფრო მეტი ადამიანია დაღუპული, რასაც ირანის მთავრობა მალავს.

  • მოამზადა ლუკა ცხვედიანმა