ავტორი:

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მაროკოსთან ამხანაგური მატჩი წააგო

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მაროკოსთან ამხანაგური მატჩი წააგო

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მაროკოსთან ამხანაგური მატჩი ანგარიშით 3-0 წააგო. ჩვენი გუნდის კარში ერთი გოლი 11-მეტრიანი ნიშნულიდან გავიდა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ჰაკიმ ზიეიშის ულამაზესი გოლი, რომელიც მან საქართველოს ნაკრების მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს მოედნის ცენტრიდან გაუტანა.

ამით შეწყდა საქართველოს ნაკრების 11-მატჩიანი წაუგებელი სერია. ჩვენი გუნდი ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი ჩაკვეტაძის გარეშე თამაშობდა.