ავტორი:

"ირანში უსაფრთხოების ძალებმა საპროტესტო აქციების დაშლისას 9 და 14 წლის ბავშვები მოკლეს" - BBC

"ირანში უსაფრთხოების ძალებმა საპროტესტო აქციების დაშლისას 9 და 14 წლის ბავშვები მოკლეს" - BBC

ირანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დროს უსაფრთხოების ძალებმა ოთხშაბათს ორი ბიჭი მოკლეს, - BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ მოკლული ბავშვების ოჯახებთან დაახლოებული წყაროები იუწყებიან.

მათი განცხადებით, უსაფრთხოების ძალების თანამშრომლებმა 9 წლის კიან პირფალაკსა და 14 წლის სეფერ მაგსუდს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

ამავე დღეს საპროტესტო აქციებს სულ მცირე 13 ადამიანი ემსხვერპლა.

ირანში საპროტესტო გამოსვლები ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. საპროტესტო აქციები სამშაბათს გააქტიურდა, როდესაც ორგანიზატორებმა მოქალაქეებს 2019 წლის „სისხლიანი ნოემბრის“ მსხვერპლთა მოსაგონებლად 3-დღიანი აქციის გამართვისკენ მოუწოდეს. აქციებს, რომელიც 2019 წელს საწვავზე ფასების ზრდის გამო დაიწყო, ასობით ადამიანი ემსხვერპლა.