ავტორი:

ღაზას სექტორში ხანძარს 21 ადამიანი ემსხვერპლა

ღაზას სექტორში ხანძარს 21 ადამიანი ემსხვერპლა

ღაზას სექტორში, ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკში მდებარე ერთ-ერთ შენობაში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც მინიმუმ 21 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მეხანძრეებს ერთ საათზე მეტი დრო დასჭირდათ ხანძრის ლიკვიდირებისთვის, რომელიც ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ზედა სართულზე გაჩნდა.

სასწრაფო დახმარების მანქანებმა რამდენიმე დაშავებული ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ღაზას შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პირველადი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ადგილზე დიდი რაოდენობით ბენზინი იყო შენახული, რამაც გამოიწვია ხანძარი და სწრაფად მოედო შენობას.

პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა მომხდარი ეროვნულ ტრაგედიად შეაფასა და განაცხადა, რომ გლოვის დღე გამოცხადდება.