ავტორი:

უკრაინელმა სამხედროებმა რუსების სარადარო სადგური და ჯავშანტექნიკა გაანადგურეს

უკრაინელმა სამხედროებმა რუსების სარადარო სადგური და ჯავშანტექნიკა გაანადგურეს

უკრაინელმა სამხედროებმა ნოვა-კახოვკას მახლობლად რუსების სარადარო სადგური გაანადგურა, - ინფორმაციას ოპერატიული სარდლობა "სამხრეთი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინის სამხრეთ ნაწილში ვითარება სტაბილურად დაძაბულია.

"მტერი აგრძელებს თავდაცვითი სტრუქტურებისა და ხაზების აღჭურვას, ახორციელებს ქვედანაყოფების გადანაწილებას, რათა თავი დააღწიოს ზარალს, რომელსაც უკრაინელები მარჯვენა სანაპიროდან აყენებენ“, - აცხადებენ სარდლობაში.

ამასთან, მათივე ცნობით, რუსული ჯარები აგრძელებენ უკრაინის მოსახლეობის იძულებით ევაკუაციას და ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ქონების გატანას.

”მტრის ჯარების დანაკარგების შეჯამება რთულია დარტყმის წერტილების დაშორების გამო. ამ ეტაპზე ცნობილია სარადარო სადგურის შესახებ ნოვა კახოვკას მახლობლად და გოლაია-პრისტანის ტერიტორიაზე ჯავშანტექნიკის შესახებ. დანარჩენი ზარალის დადგენა საჭიროებს დამატებით დაზვერვას“, - აცხადებენ უკრაინელი სამხედროები.