ავტორი:

უმძიმესი ავარია გურამიშვილის გამზირზე, რის შედეგადაც 10 ავტომობილი დაზიანდა - არსებული ცნობით, ავტობუსის მძღოლი შეუძლოდ გახდა, რის გამოც მართვის კონტროლი დაკარგა (ვიდეო)

უმძიმესი ავარია გურამიშვილის გამზირზე, რის შედეგადაც 10 ავტომობილი დაზიანდა - არსებული ცნობით, ავტობუსის მძღოლი შეუძლოდ გახდა, რის გამოც მართვის კონტროლი დაკარგა (ვიდეო)

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ავარია მოხდა. ერთმანეთს ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა.

არსებული ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლი სავარაუდოდ, შეუძლოდ გახდა, რის გამოც მართვის კონტროლი დაკარგა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანდა 10 ავტომობილი.

ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია, მიმდინარეობს გამოძიება.