ავტორი:

რა ქონებას ფლობენ ნიკა მელია და ლევან ხაბეიშვილი

რა ქონებას ფლობენ ნიკა მელია და ლევან ხაბეიშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ახალი თავმჯდომარის ასარჩევად ემზადება. ამ ეტაპზე თავმჯდომარეობის შესახებ სურვილი სამმა კანდიდატმა გამოთქვა.

მათ შორის არიან, პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია, პარტიის ანტიკორუფციული საკითხების მდივანი, პარლამენტის წევრი ლევან ხაბეიშვილი და "მოძრაობა საქართველოსთვის“ აქტივისტი გიორგი მუმლაძე. თავმჯდომარეობის კიდევ ერთმა კანდიდატმა გიორგი ჩალაძემ საკუთარი კანდიდატურა 16 ნოემბერს მას შემდეგ მოხსნა, რაც ლევან ხაბეიშვილმა საკუთარი კანდიდატურა წარადგინა, ხოლო ჩალაძეს კანდიდატურის მოხსნისკენ მოუწოდა.

ჩამოთვლილი პირებიდან ძირითად კანდიდატებად ნიკა მელია და ლევან ხაბეიშვილი მოიაზრებიან, რადგან თუ გავრცელებულ ხმებს დავუჯერებთ, პარტიაში ახლა გავლენებისთვის მიდის ბრძოლა. ხაბეიშვილს ზურგს მერაბიშვილ-კეზერაშვილი, ხოლო მელიას ძმები ახალაიები უმაგრებენ.

"ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ როგორია ნიკა მელიასა და ლევან ხაბეიშვილის ქონებრივი მდგომარეობა. დეკლარაციები მათ როგორც პარლამენტის წევრებს მიმდინარე წლის თებერვალში აქვთ შევსებული.

კერძოდ, ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ენმ-ს მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია ფლობს ორ ბინას თბილისში და ავტოფარეხის 15%-იან წილს. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში ლიბერთი ბანკის სახელფასო ანგარიშზე - 20 117 ლარი, ნაღდი ფულადი თანხის სახით კი - 8 000 დოლარი ჰქონდა. ამასთან, 2021 წელს მისმა როგორც პარლამენტის წევრის შემოსავალმა 39 391 ლარი შეადგინა. განაგრძეთ კითხვა