ავტორი:

"ჩემთვის მიუღებელია და ვარჩევდი, რომ უფრო მეტად ზომიერი განცხადებები გაკეთდეს აშშ-ს ელჩის მისამართით" - ირაკლი ღარიბაშვილი

"ჩემთვის მიუღებელია და ვარჩევდი, რომ უფრო მეტად ზომიერი განცხადებები გაკეთდეს აშშ-ს ელჩის მისამართით" - ირაკლი ღარიბაშვილი

თუ კითხვები არსებობს, კი ბატონო, კითხვები დავსვათ, მაგრამ არ შეიძლება ზომიერება დავარღვიოთ ჩემთვის პირადად მიუღებელია და ვარჩევდი, რომ უფრო მეტად ზომიერი განცხადებები გაკეთდეს ამერიკის ელჩის მისამართით. თუ კითხვები არსებობს, კი ბატონო, კითხვები დავსვათ. არ შეიძლება ზომიერება დავარღვიოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით უსმენენ.

როგორც პრემიერი განმარტავს, მისი პირადი ვალდებულებაა, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ და განვამტკიცოთ პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

"ჩემი პოზიცია ძალიან მარტივია, აქ სპეკულაციის მიზეზი არ არსებობს. ჩვენ ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს, ეს ურთიერთობა დაწყებულია მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა.

"ჩემთვის პირადად მიუღებელია, მე ვირჩევდი, რომ უფრო მეტად ზომიერი განცხადებები გაკეთდეს იგივე ამერიკის ელჩის მისამართით. ეს არის ჩემი აზრი. თუ კითხვები არსებობს, კი ბატონო, კითხვები დავსვათ. არ შეიძლება ზომიერება დავარღვიოთ. ჩვენ ვართ პატარა სახელმწიფო, მაგრამ ძალიან ძლიერი ხალხით. ჩვენ უძველესი ერი ვართ, ჩვენ გვჭირდება პრაგმატული, გონივრული და ზომიერი მოქმედება და პოლიტიკის წარმოება. შეიძლება განსხვავებები გქონდეს ყოფილ თანაგუნდელებთან, შეიძლება სხვაც არ მეთანხმებოდეს, ეს ყველა ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა. ნურავის განვიკითხავთ, ყველა ადამიანს თავისი აზრი აქვს. ვისაუბროთ, დებატები გავმართოთ, მაგრამ არ შეიძლება შეურაცხყოფის მიყენება ერთმანეთის მიმართ. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს სიმშვიდის დამყარება“, - აღნიშნავს პრემიერი.

იხილეთ ასევე: