ავტორი:

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მაღაზიის აფეთქება სცადეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მაღაზიის აფეთქება სცადეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მაღაზია „მაგნიტის“ აფეთქება სცადეს. არსებული ინფორმაციით, მაღაზიის მიმართულებით სავარაუდოდ, ორი ხელყუმბარა ისროლეს, შედეგად ერთი აფეთქდა და კარის მინა დაზიანდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, აფეთქების ხმა გვიან ღამით გაიგეს, დილით კი მინა ჩამსხვრეული დახვდათ.

გამოძიება სსკ-ს 187- ე მუხლით (ნივთის დაზიანება ან განადგურება ) მიმდინარეობს ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.