ავტორი:

ხვიჩია ხელისუფლებას და ოპოზიციას სთხოვს სახალხო დამცველის თანამდებობაზე მხარი მის კანდიდატურას დაუჭირონ -  "ამით შევასრულოთ 12-პუნქტიანი გეგმა"

ხვიჩია ხელისუფლებას და ოპოზიციას სთხოვს სახალხო დამცველის თანამდებობაზე მხარი მის კანდიდატურას დაუჭირონ -  "ამით შევასრულოთ 12-პუნქტიანი გეგმა"

მინდა გთხოვოთ, როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას, რომ მხარი დამიჭიროთ სახალხო დამცველის თანამდებობაზე, ამით შევასრულოთ 12-პუნქტიანი გეგმა - შეიძლება, მე ვიყო გასაღები იმის, რომ პარლამენტმა და სახალხო დამცველმა დაპირისპირების ნაცვლად თანამშრომლობა შეძლოს, -ამის შესახებ "გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ინტერპელაციის წესით უსმენენ.

როგორც იაგო ხვიჩია განმარტავს, კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება ის იყოს კონსენსუსის გასაღები.

"მინდა გთხოვთ, როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას, პრემიერს გუნდთან ერთად, რომ მხარი დამიჭიროთ სახალხო დამცველის თანამდებობაზე და ამით შევასრულოთ 12-პუნქტიანი გეგმა. არა იმის გამო, რომ მე დამიჭიროთ მხარი, არამედ იმის გამო, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება მე ვიყო იმის გასაღები, რომ კონსენსუსი შედგეს. ისევე როგორც შეიძლება მე ვიყო გასაღები, რომ პარლამენტმა და სახალხო დამცველმა დაპირისპირების ნაცვლად თანამშრომლობა შეძლოს“,- აღნიშნავს ხვიჩია.

როგორც იაგო ხვიჩია განმარტავს, როდესაც დრო გავა შვილიშვილები მმართველი გუნდის წევრებს შეკითხვებს დაუსვამენ.

"როდესაც დრო გავა და გკითხავენ, რატომ ვერ შეთანხმდით მაშინ, როდესაც ამის შანსი არსებობდა? რა დაუძლეველი ბარიერი იყო ასეთი, 10 წელი იყავით ხელისუფლებაში, 10 წელი იყვნენ ისინი, 10 წელი ურტყამდით "ნაციონალურ მოძრაობას“ და რით ვერ გალახეთ ესენი ისე, რომ იმ მომენტშიც ვერ დაიკმაყოფილეთ ოპონენტზე ძალმომრეობის შეგრძნება, როდესაც ქვეყნის მომავალი იდო სასწორზე - ეს კითხვები აუცილებლად დაისმება, მათ შორის ოპოზიციაშიც“,- აღნიშნავს იაგო ხვიჩია.