ავტორი:

პროკურატურამ 36 წლის ქალის განზრახ მკვლელობის ფაქტზე 22 წლის მამაკაცს ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ 36 წლის ქალის განზრახ მკვლელობის ფაქტზე 22 წლის მამაკაცს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 17 ნოემბერს, თბილისში, ბრალდებულმა დაზარალებული გაიცნო და იმავე დღეს, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ურთიერთშელაპარაკებისას, მას დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა.

მათივე ცნობით, მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

"სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე იხილეთ: