ავტორი:

"ბერა ივანიშვილის თანაშემწე არ შეიძლება იყოს ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი" - სალომე სამადაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს

"ბერა ივანიშვილის თანაშემწე არ შეიძლება იყოს ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი" - სალომე სამადაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს

სალომე სამადაშვილი - თქვენი ერთადერთი მიღწევაა ის, რომ უგემოვნოდ შერჩეული მუსიკის ქვეშ ხელი მოაწერეთ შეთანხმებებს, რაზეც წინა ხელისუფლებამ იმუშავა - სულ მაინტერესებდა "შალახო“ რატომ აირჩიეთ? უცნაური გემოვნება გაქვთ თქვენი ხელისუფლების ერთადერთი მიღწევა იყო ის, რომ ძალიან უგემოვნოდ შერჩეული მუსიკის ქვეშ ხელი მოაწერეთ იმ შეთანხმებებს, რომელზეც იმუშავა თქვენმა წინამორბედმა ხელისუფლებამ და სულ მაინტერესებდა, შალახო რატომ აირჩიეთ ასოცირების შეთანხმების გაფორმებისას? უცნაური გემოვნება გაქვთ, როგორც მუსიკაში, ასევე პოლიტიკაში, - ასე მიმართა "ლელოს“ წევრმა სალომე სამადაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პარლამენტში ინტერპელაციის წესით იმყოფება.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მთელი ევროპული საბჭო და პოლიტიკური სპექტრი შეთანხმებულია, რომ "ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ყველა მიმართულებით უკუსვლა აქვს.

"ძალიან რთული მოსასმენი იყო პრემიერ-მინისტრის გამოსვლა, რომელმაც ისევ აირჩია, ბევრი ტყუილი ეთქვა იმის ნაცვლად, რომ რაიმე მიღწევებზე ესაუბრა. სიბრალულის გრძნობა გამიჩნდა საკუთარი სამშობლოს მიმართ და მივხვდი, რომ ძალიან სწორი მოთხოვნაა ევროკავშირის მხრიდან, როდესაც გვთხოვენ დეოლიგარქიზაციას იმიტომ, რომ ბერა ივანიშვილის თანაშემწე არ შეიძლება ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყოს და ეს უნდა დასრულდეს, რათა საქართველოს მართლაც მიეცეს შანსი გახდეს ევროპული ქვეყანა. თქვენი ხელისუფლების ერთადერთი მიღწევა იყო ის, რომ ძალიან უგემოვნოდ შერჩეული მუსიკის ქვეშ ხელი მოაწერეთ იმ შეთანხმებებს, რომელზეც იმუშავა თქვენმა წინამორბედმა ხელისუფლებამ და სულ მაინტერესებდა, შალახო რატომ აირჩიეთ ასოცირების შეთანხმების გაფორმებისას? უცნაური გემოვნება გაქვთ, როგორც მუსიკაში, ასევე პოლიტიკაში.

ახლა თქვენ, ბატონო ირაკლი, გგონიათ, რომ ჩახვალთ ევროკავშირში ყველაზე მარგინალიზებულ, ევროპაში ყველაზე გარიყულ ლიდერთან, ბატონ ორბანთან. მერე მოატყუებთ ქართველ ხალხს, რომ რუსეთის "ტროას ცხენად“ მონათლული ორბანი (რომლის ხელისუფლებიდან წასვლასაც მთელი ევროპა ელოდება და ჯერჯერობით ამიტომ არ ართმევენ უნგრეთს ევროპულ საბჭოში ხმის მიცემის უფლებას) იქნება თქვენი ლობისტი ევროკავშირში. მთელი ევროპული საბჭო და პოლიტიკური სპექტრი შეთანხმებულია, რომ თქვენს ხელისუფლებას ყველა მიმართულებით აქვს უკუსვლა. მაინტერესებს, რას აპირებთ, თქვენი პარტია აპირებს თუ არა, რომ დატოვოს "ევროპელი სოციალისტების“ შემადგენლობა იმიტომ, რომ მათაც მიაჩნიათ, რომ ოლიგარქი არის ივანიშვილი, ქვეყანაში არის პოლიტიზირებული მართლმსაჯულება და თქვენ ხელისუფლებას არ ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი ასე თუ გააგრძელებთ. ვის ატყუებთ, რომ არ სჭირდება პოლიტიკური მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისათვის კანდიდატი სტატუსის მიღებას? მესმის, რომ თქვენ არაფერი იცით ევროკავშირის, მაგრამ რადგანაც ევროპასთან ურთიერთობები ჩემი ხელმძღვანელობის ქვეშ ნამუშევარ ხალხს ჩააბარეთ, იმ ხალხმა იცის, მათ მოვუწოდებ, გამოიჩინეთ პატრიოტიზმი და სიმართლე უთხარით ამ კაცს, რომელიც მხოლოდ ივანიშვილის ინტერესების წარმოადგენს და არანაირი საერთო არ აქვს ამ ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებთან. სანამ ასე ისაუბრებს ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ამ ტრიბუნიდან, ვერანაირ კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს ეს სახელმწიფო“, - განაცხადა სამადაშვილმა.

იხილეთ ასევე: