ავტორი:

"სლავა რასიაო“ - ერთ-ერთმა მომაძახა... კარგად დაიჩეჩქვა ის რუსი. სანამ ასეთი ანგარიშსწორება წავა, მოკიდეთ ხელი და გაყარეთ!... არ გაწუხებთ, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელები, რომ დაუსჯელები დადიან?" - ელისაშვილი პრემიერს

"სლავა რასიაო“ - ერთ-ერთმა მომაძახა... კარგად დაიჩეჩქვა ის რუსი.  სანამ ასეთი ანგარიშსწორება წავა, მოკიდეთ ხელი და გაყარეთ!... არ გაწუხებთ, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელები, რომ დაუსჯელები დადიან?" - ელისაშვილი პრემიერს

ალეკო ელისაშვილი პრემიერს - უცხოელი სტუმრები მყავდნენ, მოვდიოდით ქუჩაში, დავიძახე "სლავა უკრაინა“ და "სლავა რასიაო“ - ერთ-ერთმა მომაძახა და მოხვდა ყურის ძირში - ვიდრე ასეთი ანგარიშსწორება წავა, მოკიდეთ ხელი და გაყარეთ!

უცხოელი სტუმრები მყავდნენ, მოვდიოდით ქუჩაში, დავიძახე "სლავა უკრაინა“-თქო და "სლავა რასიაო“ - ერთ-ერთმა მომაძახა და მოხვდა ყურის ძირში. დეპუტატი ვარ, თმენის ვალდებულება მავალდებულებს, მაგრამ არის საკითხები, სადაც არანაირი ვალდებულებები და არანაირი კანონები არ მესმის. კარგად დაიჩეჩქვა ის რუსი და სანამ ასეთი ანგარიშსწორება ქუჩებში წავა, მოკიდეთ ხელი და გაყარეთ! რატომ ვაბედინებთ, ვართ თუ არა სახელმწიფო?! - ასე მიმართა პარტია "მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პრემიერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც ირაკლი ღარიბაშვილს ინტერპელაციის წესით უსმენენ.

ალეკო ელისაშვილის განცხადებით, საქართველო რუსი დეზერტირებით გაივსო. მისივე შეფასებით, ყველა რუსი იმპერიალისტია და მათ შორის არანაირი სხვაობა არ არის.

"მე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, რომ საზღვარი გახსნილიყო და არ უნდა შემოსულიყვნენ რუსები იმ რაოდენობით, რაც შემოვიდნენ და განსაკუთრებით, არ შემოსულიყვნენ ყველაზე უღირსი ხალხი, ესენი არიან დეზერტირები. გაივსო საქართველო რუსი დეზერტირებით. მე მიმაჩნია, რომ ყველა რუსი ერთნაირი იმპერიალისტია და მათ შორის არანაირი სხვაობა არ არის, არანაირი დემოკრატები მათ შორის არ არსებობენ. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ ზოგი ნაკლებად იმპერიალისტია და ზოგი მეტად. თქვენ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობაც თქვენზეა.

ალბათ, იცით რა ხდება თბილისში ბოლო პერიოდში. ერთი რუსი იდგა და მეორე რუსი ტელეფონით უღებდა, როცა ის დედას გვაგინებდა ქართველებს მარჯანიშვილის ქუჩაზე, შუაგულ თბილისში დღისით, მზისით, დააკავეს და მერე გამოუშვა პოლიციამ; ახლა რა ბედი ეწია არ ვიცი. კიდევ ერთი რუსი წიხლით შედგა კაფეში ქართველ გოგოს მხოლოდ იმის გამო, რომ არ ეცეკვა ქართველი გოგო იმ ნაძირალას და დაკავებულია. გუშინდელი ამბავია - სიგარეტი სთხოვეს ახალგაზრდებს რუსების წყვილმა, მათ უთხრეს, რომ რუსულად ნუ გველაპარაკებიო და დადგნენ, ვიდეო ჩაწერეს და ისევ დედას აგინებდნენ პატარა ბავშვებს, ქართველებს. ქართველ გოგოებზე ისეთ საზიზღრობებს ლაპარაკობდნენ, რომ გაცოფებული ვარ, ვერ დავიძინე გუშინ. თქვენ ხართ პრემიერ-მინისტრი გაქვთ უფლებამოსილება, მოკიდეთ ამ გათახსირებულებს ხელი და დააბრუნეთ უკან თავის რუსეთში, სანამ მართლა თავი არ გაუჩეჩქვეს და სანამ არ დაკლეს შუაგულ ქუჩაში. არ ვაგებ ჩემს თავზე პასუხს, სადმე რომ გადავეყარო. ამასწინათ უცხოელი სტუმრები მყავდა, მოვდიოდით ქუჩაში, დავიძახე "სლავა უკრაინა“-თქო და "სლავა რასიაო“ ერთ-ერთმა მომაძახა და მოხვდა ყურის ძირში. დეპუტატი ვარ თმენის ვალდებულება მავალდებულებს, მაგრამ არის საკითხები, სადაც არანაირი ვალდებულებები და არანაირი კანონები არ მესმის. კარგად დაიჩეჩქვა ის რუსი. სანამ ასეთი ანგარიშსწორება ქუჩებში წავა, მოკიდეთ ხელი და გაყარეთ. რატომ ვაბედინებთ, ვართ თუ არა სახელმწიფო?! გვიბედავენ იმიტომ, რომ ჰგონიათ ეს არის ტერიტორია, მორღვეული და დაბალი ღობე.

მე მინდა ეს იყოს ღირსეული სახელმწიფო და ეს ყოველ ნაბიჯზე იგრძნობოდეს. რატომ გვიბედავენ ახლა?! მინდა თქვენ გკითხოთ, პრემიერ-მინისტრი ხართ და არ გაწუხებთ, რომ სპეცდანიშნულების რაზმი, ლომებივით ბიჭები გექვემდებარებიან და გიგა ოთხოზორიას მკვლელი დაუსჯელი დადის?! არ გაწუხებთ, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელები, რომ დაუსჯელები დადიან?! ასევე, მინდა გკითხოთ - რას აკეთებთ თქვენ იმისთვის, რომ ახლაც, ამ წუთებში, სოხუმის ციხეში იტანჯება ქართველი ბიჭი, ირაკლი ბებუა? რას აკეთებთ, რომ ეს ბიჭი გამოვიხსნათ ტყვეობიდან? რას აკეთებთ იმისთვის, რომ ქრისტინე თალაკანძე ჯაშუშების ბრალდებით, რომ დააკავეს აფხაზებმა?! ჩვენ მათ სულ ენის მოჩლექით ველაპარაკებით, დებს და ძმებს ვეძახით, მაგრამ ისინი გვიბედავენ ყველაფერს. გალის რაიონში ქართულად ლაპარაკს უკრძალავენ ყველას. თქვენ რას აკეთებთ, როგორც პრემიერ-მინისტრი, რომ ეს ხალხი დავაბრუნოთ?!“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

თავის გამოსვლაში ელისაშვილი ასევე გამოეხმაურა თავდაცვის სამინისტროს გაზრდილი ბიუჯეტის საკითხს და აღნიშნა, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების დაფინანსება ძალიან ცოტაა.

"ძალიან ცოტაა თავდაცვის და უსაფრთხოების ხარჯები. თავდაცვის მინისტრი იყავით და უკეთ იცით რა არის საჭირო, რომ ცა ჩავკეტოთ და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები ვიყიდოთ. რას აკეთებთ იმისთვის, რომ საარტილერიო სისტემები ვიყიდოთ? რას აკეთებთ იმისთვის, რომ ზოგადად თავდაცვა და უსაფრთხოება გაძლიერდეს, რომ ვერავინ ვერაფერს გვიბედავდეს?!“, - აღნიშნა ელისაშვილმა.