ავტორი:

"ვლოცულობ დედაჩემის გადასარჩენად... ზუსტად ასე წარმომედგინა ჯოჯოხეთი - როცა ხედავ მშობელს, რომელსაც სუნთქვაც აღარ შეუძლია" - რას წერს სოსო გოგაშვილის შვილი

"ვლოცულობ დედაჩემის გადასარჩენად... ზუსტად ასე წარმომედგინა ჯოჯოხეთი - როცა ხედავ მშობელს, რომელსაც სუნთქვაც აღარ შეუძლია" - რას წერს სოსო გოგაშვილის შვილი

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის შვილი, ნინი გოგაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ დედა,მაია მარტყოფლიშვილი ნერვიულობის ფონზე, ცუდად გახდა.

"უკვე მესამედ ვლოცულობ დედაჩემის გადასარჩენად ამ ჯოჯოხეთური 4 თვის განმავლობაში. მიყენებული სტრესისა და ნერვიულობის ფონზე დედა ისევ ცუდად გახდა.

ამას ნახვის უფლებასაც კი არ აძლევენ დედას, რომ ის სტრესი, რაც მიაყენეს, ამით მაინც შეუმსუბუქდეს. ვერავინ ხვდება რისი გადატანა გვიწევს გარდა ღმერთისა. ვიცი, რომ ღმერთი არ მიგვატოვებს ამ ჯოჯოხეთში, სადაც 4 თვეა ვცხოცრობთ…

ზუსტად ასე წარმომედგინა ჯოჯოხეთი - როცა ხედავ მშობელს, რომელსაც სუნთქვაც აღარ შეუძლია და ვერაფერს აკეთებ…", - წერს ნინი გოგაშვილი.