ავტორი:

"ის, რაც რამზანს სურს, ყოველთვის სრულდება... შეიძლება ომში სკოლის მერხიდან წასული გოგონები ვიხილოთ" - კადიროვი ჩეჩენ ქალებს რეზერვში იწვევს

"ის, რაც რამზანს სურს, ყოველთვის სრულდება... შეიძლება ომში სკოლის მერხიდან წასული გოგონები ვიხილოთ" - კადიროვი ჩეჩენ ქალებს რეზერვში იწვევს

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ნიციატივას, "ქალების სამხედრო რეზერვის" შექმნასთან დაკავშირებით, ინტერნეტ სივრცეში მწვავე კრიტიკა მოჰყვა. kavkaz-uzel.eu ჩეჩენი პოლიტიკოსის მაგომედ დაუდოვის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, იქ ჩეჩნეთიდან 20 ათასზე მეტი მებრძოლი ჩავიდა.

როგორც დაუდოვი ამბობს, კადიროვი რეგულარულად ამზადებს უკრაინაში წამსვლელ მოხალისეთა ჯგუფებს, როგორც ჩრდილოეთ კავკასიიდან, ასევე რუსეთის სხვა რეგიონებიდან. ბოლოს იქ ჩეჩნეთიდან 200-კაციანი ჯგუფი წავიდა.

  • kavkaz-uzel.eu-ს ცნობით, ამჯერად ჩეჩნეთის ხელმძღვანელობა სამხედრო რეზერვის შექმნას გეგმავს, რომელშიც სურვილის შემთხვევაში, ქალებსაც ექნებათ გაწევრების შესაძლებლობა.

"მათ საშუალება ექნებათ მომზადება გაიარონ და ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, მუშაობა სამხედრო სტრუქტურებში დაიწყონ. რეზერვში გაწევრება, კაცების გარდა, ქალებსაც შეეძლებათ, რომლებსაც ჩეჩნეთის ხელისუფლება ანაზღაურების სახით ყოველთვიურად 20 000 რუსულ რუბლს ჰპირდება", - წერს გამოცემა.

"ტელეგრამის" არხზე კადიროვი წერს, რომ რეზერვის შექმნა მთავრობას "საშუალებას მისცემს, საჭიროების შემთხვევაში, სწრაფად შეავსოს უსაფრთხოების ძალების რიგები გაწვრთნილი და მომზადებული მებრძოლებით. მათ საქმიანობაზე პასუხისმგებელი შსს-ს დანაყოფის მეთაურები და რაიონული განყოფილებების ხელმძღვანელები იქნებიან."

  • "მნიშვნელობა, არ აქვს სწრაფი რეაგირების ჯგუფში ირიცხებიან თუ სადმე სხვაგან. კაცები, ქალები - ყველა უნდა გავიწვიოთ და დავპირდეთ, რომ მოვაწყობთ სამსახურში, როგორც კი შტატი გათავისუფლდება. დასაწყისისთვის 20 ათას რუბლს გადავუხდით. წვრთნებზე ივლიან ყოველ კვირას და თუ მოისურვებენ, სტრუქტურებში გავგზავნით სამუშაოდ“, - ამბობს კადიროვი.

მედიის ცნობით, ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა ადგილობრივ სუფისტური ორგანიზაციების ლიდერებს საკუთარი ბატალიონების შექმნისა და მომზადებისკენ მოუწოდა, რომლებიც მზად იქნებიან საომრად უკრაინაში გასამგზავრებლად.

თუმცა, ადგილობრივ ინტერნეტმომხარებლებს არ სჯერათ, რომ ყველაფერი ისე მარტივად არის, როგორც კადიროვის განცხადებაშია ნათქვამი, რადგან "სურვილის შემხვევაში რეზერვში ჩარიცხვა, ირიბად ნიშნავს - სავალდებულოს. ახლა ხელისუფლების პროპაგანდისტული ჯგუფები შექმნიან მოხალისე გოგონებისა და ქალების გუნდებს, რომლებიც თანატოლებს მოუწოდებენ, შეურთდნენ მათ და ერთად იბრძოლოდ დიადი რუსეთისთვის. ამის წინაპირობები ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში უკვე არსებობს", - წერენ ისინი.

ადგილობრივები თავიანთ აზრს ინტერნეტსივრეში ძირითადად ფსევდონიმებით ავრცელებენ, რადგან ცნობილია, რომ "კადიროვცები" სოციალურ ქსელებში პირად მიმოწერას აკონტროლებენ და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები ან ქრებიან, ან ვიდოეჩანაწერს ავრცელებენ, სადაც ჩეჩნეთის ლიდერს ბოდიშს უხდიან, რომ მას არ ეთანხმებოდნენ.

"ეს საუკეთესო გზაა ფიზიკურად გადარჩენისთვის, სხვა საკითხია მორალური სახე, რომელიც კადიროვმა უკვე ასობით ადამიანს წაართვა", - წერენ ადგილობრივები კომენტარებში.

თუმცა, უმეტესობას ეჭვიც არ ეპარება, რომ მალე უკრაინის ომში ჩრდილო კავკასიელ ქალებსაც იხილავს, რადგან "ის რაც რამზანს სურს,ყოველთვის სრულდება. ომში უდიდესი ადამიანური დანაკარგის მიმუხედავად, კადიროვის გავლენა კი არ მცირდება, პირიქით უფრო იზრდება. შეიძლება პირდაპირ სკოლის მერხიდან წასული გოგონები ვიხილოთ, მათ მატერიალურ კეთილდღეობას შეჰპირდებიან, ან უბრალოდ, თანატოლები აიყოლიებენ.

16-17 გოგონებისთვის გოგონების "არევას" რა უნდა. სირიაში გარბოდნენ თანატოლ გოგო-ბიჭებთან ერთად. საოცარი რამეა კრემლის პროპაგანდა - სამხედრო რეზერვების შევსებას ქალებით აპირებენ, რადგან რუსული არმია მთლიანად ჩამოშლილია, სამხედროები ქვეყნიდან გარბიან, ან საბრძოლო პოზიციებიდან პირდაპირ ტყვედ ბარდებიან.

ასეთი საშინელი პერიოდ ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონს არასდროს ჰქონია", - წერს ინტერნეტმომხმარებელი ფსევდონიმით "ჩე გევარა".

"როცა სამოქალაქო განათლება დაბალია, სასულიერო პირებიც იქ ჩნდებიან, ასეთები კი კადიროვს ყოველთვის გვერდით ჰყავდა - ახლა ისინი დაფაცურდებიან და უკრაინაში საომრად წასვლისა და უფლისთვის თავგანწირვას რელიგიურად შეფუთავენ, მისიას დაარქმევენ, ასე უფრო ადვილია პატარა გოგო-ბიჭების გაბრიყვება. მეგონა დედები გამოვიდოდნენ და გააპროტესტებდნენ, მაგრამ ეტყობა, დაღესტნელი ქალების იმ რამდენიმედღიანი აქციის დროს, სამაგილოთოდ დასაჯეს, ამიტომაც, კადიროვი და მისი კლანი. ახლაც მიაღწევს თავის მიზანს - მამაკაცების გარდა, ქალების ცხედრებსაც ველოდოთ რეგიონში", - მიაჩნია "იუსუფ მაგდუს."