ავტორი:

"მადლობა ღმერთს, გავთავისუფლდით... არ მითხრათ, რომ არ ვიცით ფუნთუშის შუაზე გაჭრა და ხორცის ჩადება" -  ლუკაშენკო McDonald’s-ის გასვლაზე

"მადლობა ღმერთს, გავთავისუფლდით... არ მითხრათ, რომ არ ვიცით ფუნთუშის შუაზე გაჭრა და ხორცის ჩადება" -  ლუკაშენკო McDonald’s-ის გასვლაზე

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო ფერმერებს შეხვდა და მათთან საუბრისას ქვეყნის ბაზრიდან "მაკდონალდსის“ გასვლის შესახებ ისაუბრა.

ლუკაშენკომ თქვა, რომ "მაკდონალდსის“ ადგილი ადგილობრივმა მეწარმეებმა უნდა დაიკავონ.

"ზოგიერთმა ადამიანმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, შესაძლოა, შუახნის ადამიანებმაც, შესაძლოა მოხუცებმაც კი თქვან, აჰ - "მაკდონალდსი მიდის.“ მე კი ვფიქრობ ჩემთვის: "მადლობა ღმერთს, კარგია, გავთავისუფლდით."

"მაკდონალდსის" ადგილი უნდა დაიკავონ ბელარუსებმა, ჩვენმა ხალხმა, ჩვენმა სპეციალისტებმა, ჩვენმა პროდუქტმა.

ბელარუსებო, თუ ვინმეს სჭირდება ის რასაც "მაკდონალდსი" აკეთებს, მაშინ ჩვენ თვითონ უნდა გავაკეთოთ. არ მითხრათ, რომ არ ვიცით ფუნთუშის შუაზე გაჭრა და ხორცის, სალათის ფოთლისა და კარტოფილის ჩადება