ავტორი:

"გიორგი დაოჯახებული იყო, 6 თვის წინ შეირთო მეუღლე...გლოვის ზარია მთელ სოფელში" - ვინ არიან დუშეთში ავტოავარიისას დაღუპული ბიძაშვილები?

"გიორგი დაოჯახებული იყო, 6 თვის წინ შეირთო მეუღლე...გლოვის ზარია მთელ სოფელში" - ვინ არიან დუშეთში ავტოავარიისას დაღუპული ბიძაშვილები?

დუშეთის მუნიციპალიტეტში გუშინ საღამოს უმძიმესი ავარია მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევას ბიძაშვილების, ალექსი და გიორგი ბურდულების სიცოცხლე ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა სოფელ ნაღვარევთან მოხდა. როგორც ქვეშეთში მერის წარმომადგენელმა რეზო სისაურმა გვითხრა, სამწუხაროდ, ბიჭები ადგილზე დაიღუპნენ.

  • "შეძრულები ვართ მომხდარით. დიდი ტრაგედია დატრიალდა. მანქანაში გიორგი და ალექსი ბურდულები ისხდნენ, ორივე ადგილზე დაიღუპა. საჭესთან 22 წლის ალექსი იჯდა, მანქანაც მისი იყო, უმძიმესი ამბავი დატრიალდა. ბეტონის ბორდიურს შეეჯახნენ. თანავუგრძნობთ მათ ოჯახს ამ უდიდეს გულისტკივილს", - გვითხრა ბატონმა რეზომ.

"არ ვიცი, რა უნდა ვთქვა, არ მაქვს ძალა, რომ მათზე ვისაუბრო. განადგურებულები ვართ მთელი სანათესავო. ვერ გადმოგცემთ იმას, რაც ახლა აქ ხდება. ისეთი ახალგაზრდები დაიღუპნენ, სიტყვებს ვერ ვპოულობ. გიორგი დაოჯახებული იყო, 6 თვის წინ შეირთო მეუღლე და ძალიან ბედნიერები იყვნენ. აკო დაოჯახებული არ იყო. ბიძაშვილები არიან, სოფელ არახვეთიდან.

ავარია გუშინ ღამით, 11 საათზეა მომხდარი. როგორც მითხრეს, ბოძს შეეჯახნენ. რა და როგორ მოხდა, ჩვენ არ ვიცით. "სუბარუს" მარკის ავტომობილით იყვნენ, მარტო ისინი ისხდნენ მანქანაში და ორივე ადგილზე დაიღუპა. ჩვენი სოფელი პატარაა და ამ ამბის შემდეგ ყველა განადგურებულია წაიკითხეთ სრულად