ავტორი:

"დონეცკში სასტიკი ბრძოლები გრძელდება, გასულ დღე-ღამეში ასამდე თავდასხმა მოვიგერიეთ" - რას ამბობს ზელენსკი ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე?

"დონეცკში სასტიკი ბრძოლები გრძელდება, გასულ დღე-ღამეში ასამდე თავდასხმა მოვიგერიეთ" - რას ამბობს ზელენსკი ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე?

დონეცკის ოლქში სასტიკი ბრძოლები დღემდე გრძელდება, საომარი მოქმედებების შერბილება და შესვენება არ მომხდარა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში რუსების ასამდე თავდასხმა მოიგერიეს.

"ყველა ჩვენი მებრძოლი, რომელიც ინარჩუნებს პოზიციებს დონბასში, ნამდვილი გმირია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინელები მოწინააღმდეგეს ფრონტის არცერთ ნაწილში არ ნებდებიან.

„ფრონტის ხაზის არცერთ მონაკვეთზე არ ვნებდებით მტერს. ყველგან ვპასუხობთ, ყველგან პოზიციებს ვინარჩუნებთ. ვამზადებთ მომავალ წარმატებებს გარკვეულ ადგილებში“, - აღნიშნა ზელენსკიმ.