ავტორი:

"კრემლი მობილიზაციის მორიგი ტალღას ამზადებს... ეს რუსული ჯარების მომზადების ხარისხს გააუარესებს" - რა ინფორმაციას ავრცელებს "ომის შესწავლის ინსტიტუტი"

"კრემლი მობილიზაციის მორიგი ტალღას ამზადებს... ეს რუსული ჯარების მომზადების ხარისხს გააუარესებს" - რა ინფორმაციას ავრცელებს "ომის შესწავლის ინსტიტუტი"

რუსეთს მობილიზაციის მორიგი ტალღა ელოდება, რაც საბოლოოდ გააუარესებს უკრაინის ფრონტზე გაგზავნილი რუსული ჯარების მომზადების ხარისხს, - ამის შესახებ "ომის შესწავლის ინსტიტუტის" ანგარიშშია აღნიშნული.

  • ორგანიზაციის ანალიტიკოსების შეფასებით, "ფარული სამობილიზაციო აქტივობების გაგრძელება და მობილიზაციის შემდეგი ტალღისთვის პოტენციური მზადება მიმდინარე შემოდგომის გაწვევასთან ერთად, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან დატვირთვას მოახდენს შეიარაღებული ძალების ფორმირების ისედაც გადატვირთულ რუსულ აპარატზე და საზიანო იქნება მობილიზებული და გაწვეული სამხედრო მოსამსახურეების განვითარებისთვის".

"ომის შესწავლის ინსტიტუტი" იხსენებს კრემლის განცხადებას, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს არ სჭირდებოდა მობილიზაციის პერიოდის ოფიციალურად დასრულების შესახებ განკარგულების ხელმოწერა.

ორგანიზაციის შეფასებით, პუტინმა ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაციის დასრულების განკარგულება, სავარაუდოდ, 1-ელი ნოემბრის გაწვევისთვის ბიუროკრატიული და ადმინისტრაციული შესაძლებლობების გასათავისუფლებად გასცა.

"თუმცა, აშკარაა, რომ რუსეთის ხელისუფლებას არასოდეს შეუჩერებია სამობილიზაციო აქტივობები, რაც ნიშნავს, რომ მობილიზებულების გარკვეული რაოდენობა კვლავ გადის სასწავლო სისტემას, მაშინ როცა ახალწვეულები გადიან საკუთარ სასწავლო ციკლს. ეს, სავარაუდოდ, გამოიწვევს კიდევ უფრო დაბალი ხარისხის წვრთნას, როგორც მობილიზებულებისთვის, ასევე ახალწვეულებისთვის, რადგან ისინი "კონკურენციას უწევენ ერთმანეთს“ არასაკმარისი საწვრთნელი ადგილების გამო. უახლოეს თვეებში, მობილიზაციის შემდეგი ტალღა მხოლოდ გააუარესებს სიტუაციას და, ალბათ, გააუარესებს იმ რუსული ჯარების მომზადების საერთო ხარისხს, რომელსაც უკრაინის ფრონტზე გაგზავნიან“, - აცხადებენ ანალიტიკოსები.