ავტორი:

კიევიდან ხერსონში ომის დაწყების შემდეგ პირველი მატარებელი ჩავიდა - ვაგონები უკრაინელი მხატვრების მიერ იყო მოხატული

კიევიდან ხერსონში ომის დაწყების შემდეგ პირველი მატარებელი ჩავიდა - ვაგონები უკრაინელი მხატვრების მიერ იყო მოხატული

კიევიდან ხერსონში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ პირველი მატარებელი ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მატარებელი დედაქალაქიდან 18 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 22:14 საათზე გავიდა. ვაგონებში 200 მგზავრი იმყოფებოდა.

ხერსონში მატარებელი უკრაინელი მხატვრების მიერ, პროექტის „მატარებლები გამარჯვებისკენ“ ფარგლებში, მოხატული ვაგონებით ჩავიდა. პროექტი „უკრზალიზნიცისა“ და UNITED 24-ის ერთობლივი მონაწილეობით განხორციელდა. ვაგონებს „უკრზალიზნიცის“ ობიექტებზე კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვა.