ავტორი:

"უკრაინის პარტნიორებს ვაფრთხილებ: ნუ გვთავაზობთ სინდისთან, ტერიტორიულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან კომპრომისს - ჩვენ გვჭირდება გამარჯვება და არა ფრე" - კულება

"უკრაინის პარტნიორებს ვაფრთხილებ: ნუ გვთავაზობთ სინდისთან, ტერიტორიულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან კომპრომისს - ჩვენ გვჭირდება გამარჯვება და არა ფრე" - კულება

ნუ გვთავაზობთ სინდისთან, ტერიტორიულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან კომპრომისს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ პანევროპული კავშირის კონგრესის წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“ჩვენ გამარჯვება გვჭირდება და არა ფრე. თუ რუსეთს ახლა პაუზის აღების საშუალებას მივცემთ, პუტინი შუა ევროპაში გაყინულ კონფლიქტს გააჩენს, ნელი მოქმედების უზარმაზარ ნაღმს, რომელიც მზად იქნება ნებისმიერ მომენტში აფეთქდეს. ევროპისთვის სტრატეგიული შეცდომა იქნებოდა ასეთი მიზნის დასახვა. ვაფრთხილებ უკრაინის პარტნიორებს: ნუ გვთავაზობთ სინდისთან, ტერიტორიულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან კომპრომისს, ვინაიდან ეს თქვენი კომპრომისებიც იქნება საკუთარ უსაფრთხოებასთან”, - განაცხადა კულებამ.

მისივე სიტყვებით, მსოფლიოში არც ერთი სახელმწიფო არ მიისწრაფის მშვიდობისკენ ისე, როგორც უკრაინა, მაგრამ “ასეთი ომები ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვებით უნდა სრულდებოდეს”.