ავტორი:

"მოხდა საშინელი ამბავი ამერიკაში... მოყვნენ ავარიაში, ერთი გარდაიცვალა, ჩემი მიშიკო - კომაშია" - აშშ-დან ქართველი პიანისტი სამწუხარო ამბავს ავრცელებს

"მოხდა საშინელი ამბავი ამერიკაში... მოყვნენ ავარიაში, ერთი გარდაიცვალა, ჩემი მიშიკო - კომაშია" - აშშ-დან ქართველი პიანისტი სამწუხარო ამბავს ავრცელებს

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ხელოვანი, პიანისტი მერაბ ებრალიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას აქვეყნებს. როგორც ებრალიძე წერს, ქართველი ძმები ავარიაში მოყვნენ, რა დროსაც ერთი ძმა დაიღუპა, ხოლო მეორე კლინიკაში, კომაშია.

"ჩემო.მეგობრებო მთელი მსოფლიოს მაშტაბით! მოხდა საშინელი ამბავი ამერიკაში! ჩემი ერთ ერთი პირველი თაობის მოსწავლე მიშიკო (მიხეილი) მეცხვარიშვილი და მისი ძმა დემეტრე მოყვნენ საშინელ ავარიაში!

სამწუხაროდ, დემეტრე ადგილზევე გარდაიცვალა! ჩემი მიშიკო კი ძალიან კრიტიკულ მდგომარეობაში (კომაში) წევს ჰოსპიტალში და ებრძვის სიცოცხლეს!

რამდენი ხანია მე ღმერთისთვის არაფერი არ მოთხოვნა და ახლა ვთხოვ მთელი ჩემი შეგნებით, გულით და სულით რომ გადაგვირჩინოს ჩვენი მიშო!

ნუ დაღუპავს მთლად ბოლომდე მის განადგურებულ მშობლებს!

ძალიან გთხოვთ, გემუდარებით, მოიხსენიეთ ლოცვებში ეს უკარგესი, უკეთიშობილესი და უნიჭიერესი 19 წლის ბიჭი რათა მოხდეს სასწაული და გადაურჩეს სიკვდილს!

ღმერთო ღმერთო რატომ ხდება ასეთი ცუდი რაღაცები. ილოცეთ, ძალიან გთხოვთ ამ ბიჭის სახელზე! მადლობა წინასწარ ყველას!" - წერს პიანისტი.