ავტორი:

რონალდო ხუთეულს მიღმა, პსჟ-ს ტრიო სამეულში და "კვარას" თანაგუნდელის 6-ჯერ გაზრდილი ხელფასი - ვინ არიან "მუნდიალი 2022"-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები

რონალდო ხუთეულს მიღმა, პსჟ-ს ტრიო სამეულში და "კვარას" თანაგუნდელის 6-ჯერ გაზრდილი ხელფასი - ვინ არიან "მუნდიალი 2022"-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები

დღეს, 20 ნოემბერს, ფეხბურთის სამყაროსთვის საკმაოდ უჩვეულო პერიოდში, მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყება (როგორც წესი, მუნდიალი ზაფხულში იმართება ხოლმე). პირველი შეხვედრა მასპინძელ კატარსა და ეკვადორს შორის გაიმართება.

ვარსკვლავებით დაკომპლექტებული ნაკრებები უკვე კატარში არიან და მატჩის დღეებს ელოდებიან. მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ქვეყანას რამდენიმე ათეული მილიონერი ერთი თვით შეემატება. ჩვენ დავინტერესდით მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ვინ არის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი და შედეგები ცოტა მოულოდნელი აღმოჩნდა.

  • სტატიაში გაგაცნობთ ფეხბურთელთა ხელფასებს - 1 კვირისა და 1 წლის მონაცემების მიხედვით:

მივყვეთ ჯგუფებს და ყოველი ჯგუფის თითო ნაკრებიდან ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფეხბურთელები გამოვყოთ.

  • A ჯგუფში განთავსდნენ მასპინძელი კატარი, ეკვადორი, სენეგალი და ნიდერლანდები.

  • B ჯგუფი, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე პრინციპულ დაპირისპირებებს შემოგვთავაზებს.

სხვათაშორის, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ინგლისის ნაკრებიდან ჯეიდონ სანჩოა, თუმცა ის მსოფლიო ჩემპიონატზე არ გაემგზავრა.

ასევე, ის ფაქტი, რომ უელსის ნაკრების ყველაზე მდიდარი ფეხბურთელი აარონ რემზია და არა გარეთ ბეილი, რომელიც "რეალში“ კვირაში 600 ათას ევროზე მეტს იღებდა, ცოტა უცნაურია. ბეილი ამჟამად "ლოს-ანჟელესის“ ღირსებას იცავს და მლს-ის სახელფასო ჭერის გამო, კვირაში მოკრძალებულ 30 ათას ევროს იღებს.

  • C ჯფუფში, სადაც არგენტინა, მექსიკა, საუდის არაბეთი და პოლონეთი იბრძოლებენ ერთი საინტერესო ფინანსური ფაქტი ფიქსირდება.

ირვინგ ლოსანოს ხელფასი, რომელიც "ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელია, ფაქტობრივად 6-ჯერ არის გაზრდილი. ჰოლანდიური "პსვ“ მას კვირაში 16 ათასს უხდიდა. ახლა კი თითქმის 100 ათასს იღებს.

ლევანდოვსკიც მშვენიერ ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. თუ პოლონელი თავდამსხმელი "ბარსასთან“ დადებულ ხელშეკრულებას ბოლომდე შეასრულებს (რომელიც 2025/26 სრულდება), 37 წლის ასაკში, 4 წელიწადში, ჯამში 83.3 მილიონი ევრო ექნება გამომუშავებული. ფაქტობრივად, ბედნიერი და უზრუნველი "პენსიისთვის“ მზად იქნება.

  • D ჯგუფში ყველაზე დიდი ფინანსური უთანასწორობაა.

კილიან მბაპეს წლიური შემოსავალი: არზანის 60 წლის, სიჰირის 42 წლის, ხოლო კრისტენსენის 9 წლის ხელფასია.

  • E ჯგუფი

ყველაზე მაღალშემოსავლიანი გერმანელი ფეხბურთელი (422კ) ტონი კროოსი იყო, თუმცა მან სანაკრებო კარიერა დაასრულა.

  • F ჯგუფი

ეს ერთადერთი ჯგუფია, რომელთა ყველა ლიდერი წლიურად 10 მილიონზე მეტს გამოიმუშავებს.

  • G ჯგუფი

აქ როგორც მოსალოდნელი იყო, ნეიმარს ვერავინ აჯობებდა. თუმცა აკანჯიმაც არ უნდა იწუწუნოს - "სიტიში“ გადასვლის შემდეგ, ხელფასი ფაქტობრივად, ოთხჯერ გაეზარდა.

  • H ჯგუფი

H ჯგუფში ყველა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ერთ ლიგაში - პრემიერლიგაში თამაშობს.

  • რონალდოს ხელფასი 25%-ით არის შემცირებული. შემცირება "მანჩესტერ იუნაიტედის“ სხვა ფეხბურთელებსაც შეეხო, მათ შორის, დე ჰეას. ეს იმით არის განპირობებული, რომ "წითელი ეშმაკები“ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვდნენ.

მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების ხუთეული ასეთია:

  • კილიან მბაპე 1.4M/72M
  • ლიონელ მესი 1.2/63.6M
  • ნეიმარი 1.1M/56.4M
  • დე იონგი 721K/37.5M
  • ბუსკეტსი 711K/37M

ავტორი: ანრი კურტანიძე