ავტორი:

5 ადამიანი, ვინც დიდძალი ფული ქუჩაში მოწყალების თხოვნით შეაგროვა - გზა უპოვარობიდან მილიონერობამდე

5 ადამიანი, ვინც დიდძალი ფული ქუჩაში მოწყალების თხოვნით შეაგროვა - გზა უპოვარობიდან მილიონერობამდე

მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, თითქმის ყველა ქალაქში შეხვდებით ადამიანებს, ვინც ქუჩაში დგას და მოწყალების სახით, თქვენგან ფულის ჩუქებას ითხოვს.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, არიან ადამიანები, ვინც ამ გზით საკმაოდ დიდი ოდენობის ფულიც შეაგროვა. ერთ-ერთ მათგანს, ლონდონში მცხოვრებ საიმონ რაითს მთავრობამ “მათხოვრობა“ აუკრძალა კიდეც, რადგან მან ძალიან დიდი თანხის დაგროვება შეძლო.

წარმოგიდგენთ 5 ადამიანს, რომელმაც “მათხოვრობით“ ძალიან ბევრი ფული გამოიმუშავა:

უილ ანდერსონი

43 წლის უილი ნიუ-იორკიდან ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც მისი შეგროვებული თანხის ოდენობა გახდა ცნობილი. ის თავის 9 წლის ძაღლთან ერთად, ქუჩაში მოწყალებას ითხოვს და როგორც დასავლური მედია წერს, საათში დაახლოებით, 200 დოლარს აგროვებს.

“ვივარაუდოთ, რომ ის მუშაობს ყოველდღე 8 საათს, ერთი წლის განმავლობაში, რაც არის $537,600. ეს ნამდვილად ბევრი ფულია“ – წერს vastlearners.com.

ერვინ კორი

97 წლის ერვინ კორიც ნიუ-იორკში ცხოვრობს. მას მსოფლიო კარგად იცნობს. ერვინი ახალგაზრდობაში კინოინდუსტრიაში მოღვაწეობდა და ბევრ ლეგენდარულ მსახიობთან ერთად უთამაშია.

ერიკი ახლა 3,5 მილიონი დოლარის ღირებულების ბინაში ცხოვრობს, რომელიც მანჰეტენის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. ის “მათხოვრობით“ საათში 100-დან 250 დოლარამდე გამოიმუშავებს, რასაც კუბაში არსებულ საქველმოქმედო ორგანიზაციას ურიცხავს. ორგანიზაცია უპოვარი ბავშვებისთვის მედიკამენტების შეძენას უზრუნველყოფს.

ერვინი კი ცნობილია ადამიანად, “რომელიც არ მათხოვრობს თავისთვის".

საიმონ რაითი

37 წლის საიმონი “პროფესიონალი მათხოვარია“ ლონდონიდან, რომელიც დღეში სულ მცირე 8 საათს “მათხოვრობს“. ის და მისი ძაღლი ლონდონში ცნობილები არიან.

საიმონი, რომელიც წელიწადში დაახლოებით 50,000 ფუნტ სტერლინგს აგროვებს, ფულჰემში 300,000 ფუნტის ღირებულების ბინაში ცხოვრობს. როგორც ცნობილია, მან იმდენის შეგროვება შეძლო, რომ მთავრობამ “მათხოვრობა“ აუკრძალა. განაგრძეთ კითხვა