ავტორი:

კატარში მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი საზეიმოდ გაიხსნა (ფოტოები)

კატარში მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი საზეიმოდ გაიხსნა (ფოტოები)

კატარში მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი საზეიმოდ გაიხსნა. გახსნით შეხვედრაში, ტურნირის მასპინძელი ყატარი ეკვადორს ხვდება.

აღნიშნული მატჩის დაწყებამდე ტურნირის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა.

სტადიონი მაქსიმალურად შევსო. დაახლოებით 60 000-მა ადამიანმა მოიყარა თავი, რათა ენახა შოუ კორეული პოპ ჯგუფის BTS Jungkook-ის "Dreamers"-სა და კატარელი მომღერლის ფაჰად ალ კუბაისის მონაწილეობით.

ცნობილმა ამერიკლმა მსახიობმა მორგან ფრიმენმა შოუს მსვლელობისას საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

"ფეხბურთი აერთიანებს ერებს და მათ სიყვარულს ლამაზი თამაშის მიმართ" - თქვა მსახიობმა.

მორგან ფრიმენი
მორგან ფრიმენი

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 20 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.

ჩემპიონატზე შემდეგი გუნდები იასპარეზებენ:

A ჯგუფი - კატარი, ეკვადორი, სენეგალი, ნიდერლანდები;

B ჯგუფი - ინგლისი, ირანი, აშშ, უელსი;

C ჯგუფი - არგენტინა, საუდის არაბეთი, მექსიკა, პოლონეთი;

D ჯგუფი - საფრანგეთი, ავსტრალია, დანია, ტუნისი;

E ჯგუფი - ესპანეთი, კოსტა რიკა, გერმანია, იაპონია;

F ჯგუფი - ბელგია, კანადა, მაროკო, ხორვატია;

G ჯგუფი - ბრაზილია, სერბეთი, შვეიცარია, კამერუნი;

H ჯგუფი - პორტუგალია, განა, ურუგვაი, სამხრეთ კორეა;

ცნობისთვის, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრებია.