ავტორი:

კოვიდინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, პეკინის ნაწილში სკოლები დაიხურა

კოვიდინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, პეკინის ნაწილში სკოლები დაიხურა

ჩინეთის დედაქალაქ პეკინის რამდენიმე რაიონის სკოლები დღეიდან სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდნენ მას შემდეგ, რაც პეკინსა და ზოგადად ქვეყანაში, კოვიდინფიცირების შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა.

Reuters-ის ინფორმაციით, ჩინეთი ებრძვის კოვიდ 19-ით ინფიცირების მრავალრიცხოვან შემთხვევებს ხენანის პროვინციის ქალაქ ჯენჯოუდან სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ჩუნცინიმდე. ქვეყანაში კვირას კოვიდინფიცირების 26 824 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც აპრილის პიკს უახლოვდება.

სამხრეთ ქალაქ გუანჯოუში, სადაც თითქმის 19 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ბაიუნის რაიონში ხუთდღიანი „ლოქდაუნი“ გამოცხადდა.

დედაქალაქ პეკიში, გასული დღის განმავლობაში, ინფიცირების 962 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ორი კოვიდინფიცირებული, რაც გასული წლის მაისის ბოლოდან კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა. ჩაოიანგის რაიონში, სადაც 3.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მოსახლეობას შინ დარჩენისკენ მოუწოდეს, სკოლები კი - ონლაინ რეჟიმზე გადავიდნენ. სკოლები დაიხურა ჰაიდიანის, დონჩენგისა და ქსიჩენგის სკოლებშიც.