ავტორი:

მოსკოვის ცენტრში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა

მოსკოვის ცენტრში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვის ცენტრში, კომსომოლსკაიას მოედანზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„ამ დროისთვის, დადასტურებულია ექვსი ადამიანის გარდაცვალება“, - განაცხადა წყარომ „რია ნოვოსტისთან“ საუბარში.

რუსეთის დედაქალაქის ცენტრში, ყვავილების საწყობში ხანძარი გუშინ გაჩნდა. ხანძრის ჩაქრობაში ჩართული იყო საგანგებო სიტუაციების სამინისტროს 42 ერთეული ტექნიკა და 121 პერსონალი.

მომხდარის მიზეზებს საგამოძიებო კომიტეტი სწავლობს, მიმდინარეობს მოწმეების დაკითხვა. გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ საქონელი საწყობში არასწორ პირობებში ინახებოდა.