ავტორი:

"ყველაფერს გადავლახავთ, გავუძლებთ, გადავრჩებით, გავიმარჯვებთ!" - ვოლოდიმირ ზელენსკი

"ყველაფერს გადავლახავთ, გავუძლებთ, გადავრჩებით, გავიმარჯვებთ!" - ვოლოდიმირ ზელენსკი

ღირსეულები უნდა ვიყოთ, არ უნდა დავნებდეთ, იმიტომ რომ უკრაინელებს არ სჩვევიათ დანებება, იმიტომ რომ ღირსება აქვთ და ამის გამო - თავისუფლება! - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომელმაც უკრაინელებს ღირსებისა და თავისუფლების დღე მიულოცა.

"შეიძლება ჩვენს ქუჩებში ბნელა. შეიძლება ჩვენს სახლებში ცივა. ბევრი ცვლილებაა, მაგრამ მათ ვერ შეცვალეს ყველაზე მთავარი. ღირსეულები უნდა ვიყოთ, არ უნდა დავნებდეთ. იმიტომ რომ უკრაინელებს არ სჩვევიათ დანებება, იმიტომ რომ ღირსება და ამიტომ თავისუფლება - აქვთ! ეს უცვლელი რჩება. ყველაფერს გადავლახავთ, გავუძლებთ, გადავრჩებით, გავიმარჯვებთ!“- აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ღირსებისა და თავისუფლების დღეს უკრაინელები "დამოუკიდებლობის მაიდანზე“ შეიკრიბებიან. "იქ, სადაც ყოველთვის იყო დაცული ღირსება და თავისუფლება. იქ, სადაც აღვნიშნავთ უკრაინის გამარჯვების დღეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.