ავტორი:

კორეული ჯგუფის BTS-ის ვარსკვლავის შესრულებული მსოფლიო ჩემპიონატის ჰიმნი კატარში  - ვინ თქვა უარი ცერემონიაში მონაწილეობაზე და რატომ?

კორეული ჯგუფის BTS-ის ვარსკვლავის შესრულებული მსოფლიო ჩემპიონატის ჰიმნი კატარში  - ვინ თქვა უარი ცერემონიაში მონაწილეობაზე და რატომ?

კატარში, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნაზე სამხრეთ კორეელი მომღერლისა და ჯგუფ BTS-ის წევრ ჯონ გუქის სტადიონზე გამოჩენამ ახალგაზრდები ფეხზე წამოაყენა. ჯონ გუქმა ცერემონიის დასაწყისში ტურნირის ჰიმნი Dreamers შეასრულა. სამხრეთ კორეელ ვარსკვლავს მოგვიანებით ადგილობრივი მომღერალი და პროდიუსერი, ფაჰად ალ კუბაისიც შეუერთდა. ინსპირაციული სიმღერის ოფიციალური ვიდეო კლიპი 23 ნოემბერს გამოვა.

მუსლიმურ ქვეყანაში მსოფლიო ჩემპიონატის დაწყება არაერთმა დაპირისპირებამ დაჩრდილა, მათ შორის მიგრანტ მუშაკთა დაღუპვისა და ლგბტ ადამიანების მიმართ მოპყრობის სკანდალებმა. სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ რამდენიმე ცნობილმა მუსიკოსმა საღამოს გახსნაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. მათ შორის არიან: დუა ლიპა, როდ სტიუარტი, შაკირა და The Cure. არტისტებმა გადაწყვტილება იმით ახსნეს, რომ კატარში ადამიანების უფლებები ირღვევა.

ცნობილი მომღერლების პროტესტის მიუხედავად, ქვეყნის ოფიციალური პირები ბრალდებებს არ აღიარებენ. CNN-თან ბოლო ინტერვიუში კატარის მიწოდებისა და მემკვიდრეობის უმაღლსემა კომიტეტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ინკლუზიური და უსაფრთხო იქნებოდა და რომ კატარი "მიესალმება ყველას, განურჩევლად რასის, წარმოშობის, რელიგიის, სქესის და ორიენტაციისა“.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="es" dir="ltr">ÚLTIMA HORA | EN VIVO | Comienza la fiesta del fútbol: Jungkook de BTS realiza su presentación en el inicio de la Copa Mundial Qatar 2022 <a href="https://t.co/lB0WVwx4nc">https://t.co/lB0WVwx4nc</a> <a href="https://t.co/E9bb74VT1G">pic.twitter.com/E9bb74VT1G</a></p>&mdash; AlbertoRodNews (@AlbertoRodNews) <a href="https://twitter.com/AlbertoRodNews/status/1594346611873824770?ref_src=twsrc%5Etfw">November 20, 2022</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

გახსნაზე კატარის ამირას ხალხი ყველაზე დიდი ჟრიამულით შეეგება. თამიმ ბინ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თან-მა ასე მიმართა გულშემატკივრებს: "სხვადასხვა რასის, ეროვნების, აღმსარებლობის და ორიენტაციის ხალხი შეიკრიბება აქ, ყველა კონტინენტის მაცხოვრებლები კი ეკრანებთან, რათა ერთი და იგივე ამაღელვებელი მომენტები გაიზიარონ“.

ცერემონიას საუდის არაბეთის პრინცი, ეგვიპტის, თურქეთის და ალჟირის პრეზიდენტები და ასევე გაეროს გენერალური მდივანი ესწრებოდნენ. 30-წუთიანი შოუ ფოიერვერკებით და კიდევ ერთი საცეკვაო ნომრით დასრულდა.

კატარის პოლიცია მიმდინარე ცერემონიაზე პროცესებს სტადიონის გარეთ აკვირდებოდა.

წყარო:bbc

იხილეთ ასევე:

მოამზადა: ანა სიბოშვილმა