ავტორი:

ვლადიმერ პუტინი ნიკოლ ფაშინიანს ერევანში შეხვდება

ვლადიმერ პუტინი ნიკოლ ფაშინიანს ერევანში შეხვდება

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) სამიტის ფარგლებში სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„დიახ, რა თქმა უნდა, იგეგმება შეხვედრა“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს, როდესაც უპასუხა შეკითხვას, იგეგმება თუ არა პუტინისა და ფაშინიანის შეხვედრა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში.

პესკოვის განმარტებით, შეხვედრა 23 ნოემბერს, ერევანშია დაგეგმილი.