ავტორი:

"ძალიან ცუდად არის... " - რას აცხადებს ზუგდიდში 15 წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატი

"ძალიან ცუდად არის... " - რას აცხადებს ზუგდიდში 15 წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატი

ზუგდიდში, არასრულწლოვნის მკვლელობაში ბრალდებული 17 წლის ბიჭის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს ძალიან ცუდად გრძნობს.

კობა ტაბაღუას განცხადებით, არასრულწლოვანის ინტერესებიდან გამომდინარე ინფორმაციას არ გასცემს.

"იმის გათვალისწინებით, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, არასრულწლოვანია, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, მე ინფორმაციას ვერ გავცემ.

ძალიან ცუდად არის და არასრულწლოვნის ინტერესების გათვალისწინებით, მე ინფორმაციას ვერ გავცემ," - განაცხადა ადვოკატმა "ტვ პირველთან".

ცნობისთვის, გუშინ ურთიერშელაპარაკების ნიადაგზე 15 წლის მოზარდი სასიკვდილოდ დაჭრეს.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა არასრულწლოვანს სხეულზე ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2005 წელს დაბადებული ე.ც., არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ზუგდიდში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა არასრულწლოვანს - 2007 წელს დაბადებულ ს.მ.-ს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა." - აცხადებენ უწყებაში.