2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს ქანიე უესტიც იყრის

2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს ქანიე უესტიც იყრის

ქანიე უესტი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭის ყრას აპირებს და მას გვერდში ულტრამემარჯვენე პროვოკატორი, მილო იანოპულოსი უდგას. ახალი ამბავი რეპერმა, კვირას, Twitter-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში გააცხადა. ქანიე ვიდეოში ამბობს:"კენჭს ვიყრი. ეს მარტივია, არავის შეუძლია მითხრას, ეს უნდა გააკეთო, ის არ უნდა თქვაო. ხვდები? ჩვენ მომავლისკენ მივდივართ“.

ვიდეოში უესტი ამბობს, რომ მის კამპანიაზე იანოპულოსი მუშაობს. ამას ისიც ემატება, რომ სულ ახლახან რეპერს "ტვიტერის“ ანგარიშიც აღუდგინეს, რომელიც ანტისემიტური განცხადებების გაკეთების გამო გასულ თვეში დაუბლოკეს.

ანგარიშის აღდგენის შემდეგ დადებული ერთ-ერთი პირველი პოსტი კი ცინიკური გამოდგა:

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="in" dir="ltr">Shalom : )</p>&mdash; ye (@kanyewest) <a href="https://twitter.com/kanyewest/status/1594469982150488066?ref_src=twsrc%5Etfw">November 20, 2022</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

მასკმა, რომელმაც "ტვიტერი“ 44 მილიარდ დოლარად შეიძინა, განაცხადა, რომ უესტის ანგარიშის აღდგენა მანამ გადაწყდა, ვიდრე კომპანია მის ხელში გადავიდოდა და რომ მასთან ამ საკითხზე კონსულტაცია არ გაუვლიათ. ერთი დღით ადრე, მასკმა ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ანგარიშიც აღადგინა, რომელიც, ქანიეს მსგავსად 2024 წლის არჩევნებში იყრის კენჭს.

იანოპულოსი საზოგადოების თვალთახედვის არედან 2017 წელს გაქრა, მას შემდეგ, რაც მან პედოფილიის წამახალისებელი კომენტარები გააკეთა. მისი თქმით, 13 წლის გოგონებსა და უფროს მამაკაცებს შორის სექსი მისაღებია.

აღსანიშნავია, რომ უესტი, ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერი იყო და თეთრი სახლისთვის კამპანიაშიც მონაწილეობდა.

წყარო: reuters

მოამზადა: ანა სიბოშვილმა