ავტორი:

ხერსონში აფეთქებების ხმა ისმის, არიან დაღუპულები

ხერსონში აფეთქებების ხმა ისმის, არიან დაღუპულები

ხერსონში რუსი ოკუპანტები სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ბობმავენ, - ინფორმაციას უკრაინული მედია საოლქო საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილე იური სობოლევსკიზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ისევ რაკეტები ხერსონში. არიან დაჭრილები სამოქალაქო პირებს შორის, მიმდინარეობს სამედიცინო დახმარების გაწევა", - აცხადებს სობოლევსკი.

ამასთან, უკრაინული მედია ხერსონის ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაბომბვის შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები.