ავტორი:

ალდაგი სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული ღონისძიების მხარდამჭერი იყო

ალდაგი სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული ღონისძიების მხარდამჭერი იყო

სადაზღვევო კომპანია ალდაგი, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული ღონისძიების, „ფერმერის დღე 2022-ის“ მხარდამჭერი იყო, რომლის მიზანი, ქართული პროდუქტის პოპულარიზაცია და ფერმერების წახალისება იყო.

ფერმერის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვით დაიწყო და ოფიციალური ნაწილით, სხვადასხვა ნომინაციაში წარდგენილი წარმატებული ფერმერების დაჯილდოებით დასრულდა.

დაჯილდოების ცერემონიალს 200-ზე მეტი სტუმარი მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოს, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო, დონორი ორგანიზაციების, სექტორული ასოციაციიებისა და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელი ფერმერები ესწრებოდნენ.

„მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა ფერმერების მიმართ. ალდაგი ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა აგრო დაზღვევის მიმართულებით. ალდაგის მიერ ფერმერებისთვის ანაზღაურებული თანხა 24 მილიონ ლარს ცდება.. ყოველთვის მზად ვართ მხარში დავუდგეთ ფერმერებს როგორც ფინანსურად, ისე მომსახურების მხრივ და წავახალისოთ სოფლის მეურნეობაში ჩართული ადამიანები, რომელთა ნდობის მაჩვენებელი და მოლოდინი ალდაგის მიმართ მზარდია,“- განაცხადა ალდაგის საზოგადეობასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა, ქეთევან მაღალაშვილმა;

სადაზღვევო კომპანია ალდაგი აგრო დაზღვევის მიმართულებით ლიდერია, როგორც ბაზრის წილით, ისე მომსახურების სისწრაფით.

R