ავტორი:

საბავშვო ტანსაცმლისა და აქსესუარების ამერიკული ბრენდის "კარტერ’სის" პირველი მაღაზია ოფიციალურად გაიხსნა

საბავშვო ტანსაცმლისა და აქსესუარების ამერიკული ბრენდის "კარტერ’სის" პირველი მაღაზია ოფიციალურად გაიხსნა

უმაღლესი ხარისხის საბავშვო ტანსაცმლისა და აქსესუარების ბრენდი „კარტერ’ს-ი“ უკვე საქართველოშია. მაღაზია „გალერია თბილისის“ მესამე სართულზე 21 ნოემბერს გაიხსნა.

მაღაზია ბრენდის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა აშშ-ის ელჩთან საქართველოში კელი დეგნანთან ერთად გახსნეს. ღონისძიებაზე მისულ მომხმარებლებს საშუალება ჰქონდათ, გასცნობოდნენ უახლეს კოლექციებს, ესარგებლათ სპეციალური ფასდაკლებით, მონაწილეობა მიეღოთ წამახალისებელ გათამაშებაში და მოეგოთ საჩუქრები ოჯახის ყველაზე პატარა წევრებისთვის. „კარტერ’ს-მა“ პირველი მომხმარებლები უკვე დაასაჩუქრა და ფასდაკლებებსა და სიურპრიზებს მათ მომავალშიც შესთავაზებს.

აღსანიშნავია, რომ მაღაზიის გახსნიდან უმოკლეს დროში დაგეგმილია ბრენდის შეტანა ჯპს-სა და „ფარმადეპოს“ სააფთიაქო ქსელებში, ხოლო 2023 წლიდან იგეგმება „კარტერ’ს-ის“ დამოუკიდებელი მაღაზიების რაოდენობის გაზრდა ქვეყნის მასშტაბით.

პროექტს ფარმაცევტული კომპანია „გეფა“ ახორციელებს. კომპანიის ფრანშიზების მართვის განყოფილების ხელმძღვანელის ნანა ჭანტურიას განცხადებით, უმაღლესი ხარისხის საბავშვო ტანსაცმლისა და აქსესუარების შეძენა კიდევ უფრო გამარტივდა.

„მოხარული ვართ, რომ ყველასთვის საყვარელი ბრენდის უახლესი კოლექციების შეძენა უკვე საქართველოშიც შესაძლებელია. გვაქვს განვითარების საკმაოდ ამბიციური გეგმები, რის შესახებაც მომხმარებელი პერიოდულად შეიტყობს,“ - განაცხადა ნანა ჭანტურიამ.

ამერიკული ბრენდი „კარტერ’ს-ი“ 1865 წელს უილიამ კარტერსმა დააარსა და უკვე 156-წლიან ისტორიას მოიცავს. ბრენდი მაღალი ხარისხის, დახვეწილი დიზაინის, კომფორტული და მრავალფეროვანი კოლექციებით არის ცნობილი. „კარტერ’ს-ი“ საქართველოში მომხმარებლებს მაღალი ხარისხის მომსახურებასა და უახლეს, მუდამ განახლებად კოლექციებს შესთავაზებს.

„კარტერ’ს-ის“ საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით, კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა თამარ ცაგარეიშვილმა ბრენდის ხედვასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ყველასათვის საყვარელ ბრენდ „კარტერ’ს-ს“ ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. „კარტერ’ს-ის“ ხედვით, არავინ იცნობს ბავშვებს იმაზე უკეთ, ვიდრე კომპანიის ოჯახი. დაარსების დღიდან ბრენდის მთავარი მისიაა, ბავშვებსა და მათ მშობლებს კომფორტი და დაცულობის შეგრძნება შეუქმნას. სწორედ, ამ სლოგანით აერთიანებს „კარტერ’ს-ი“ თავის მომხმარებლებს -„დასაწყისიდან ერთად“, „მომავლისკენ სიყვარულით“. ბავშვობა დღესასწაულია - სწორედ ამიტომ, „კარტერ’ს-ი“ მუდამ ანებივრებს ბავშვებს ფერადი კოლექციებით, პატარა და საყვარელი პერსონაჟები კი შექმნილია მხიარულებისა და სიყვარულის ინსპირაციით, რომელიც ბავშვებს შემოაქვთ ჩვენს ცხოვრებაში,“ - განაცხადა თამარ ცაგარეიშვილმა.

ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში „კარტერ’ს-ი“ განსაკუთრებით იზრდება და ვითარდება. აღსანიშნავია, რომ ამერიკაში ბავშვის ტანსაცმლისა და აქსესუარების გაყიდვების მეოთხედი სწორედ „კარტერ’ს-ზე“ მოდის. ბრენდის პროდუქცია ხელმისაწვდომია როგორც „კარტერ’ს-ისა“ და „ოშკოშის“ მაღაზიებში, ასევე ონლაინ. აღსანიშნავია, რომ მაღალი ხარისხის გამო ბრენდს საქართველოშიც საკმაოდ კარგად იცნობენ.

R