ავტორი:

ჩხრეკა კიევის უდიდეს ლავრაში - "ვატარებთ კონტრაზვერვით სამუშაოებს, რომლის მიზანიცაა  რუსული საიდუმლო სამსახურების დივერსიული საქმიანობის არიდება"

ჩხრეკა კიევის უდიდეს ლავრაში - "ვატარებთ კონტრაზვერვით სამუშაოებს, რომლის მიზანიცაა  რუსული საიდუმლო სამსახურების დივერსიული საქმიანობის არიდება"

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური კიევ-პეჩორის ლავრაში ჩხრეკას აწარმოებს. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად "უნიანმა“ სამართალდაცავებზე დაყრდნობით გაავრცელა. უკრაინული საინფორმაციო სააგენტო წერდა, რომ ლავრის ტერიტორია შემოსაზღვრული იყო და იქ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ფორმიანი ადამიანები გადაადგილდებოდნენ.

მოგვიანებით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) ამ თემაზე სოციალურ ქსელში ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა.მათი ცნობით, აწარმოებენ კონტრაზვერვით სამუშაოებს, რომლის მიზანიც არის ლავრას აარიდოს "რუსული საიდუმლო სამსახურების დივერსიული საქმიანობა და მოსახლეობა დაიცვას ტერორისტული თავდასხმებისა და პროვოკაციებისგან."

SBU ადასტურებს რომ ისინი აწარმოებენ ინსპექტირებას და ამოწმებენ ტერიტორიაზე მყოფ ადამიანებს. უკრაინის უშიშროების სამსახურის თანახმად, ღონისძიებები ტარდება, რათა ლავრა "რუსული სამყაროს ცენტრი" არ გახდეს.

აღსანიშნავია, რომ 15 ნოემბერს უკრაინის უშიშროების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა კიევ-პეჩორის მონასტრის ერთ-ერთ ტაძარში "დედა რუსეთზე" შესრულებული საგალობლის გამო. SBU-მ ყოველივეს "რუსული სამყაროს განმადიდებელი პროპაგანდა" უწოდა.

ლავრის წარმომადგენელმა აღიარა, რომ ერთ-ერთ ლოცვაზე მრევლმა "დედა რუსეთს’ უმღერა. ცნობილია, რომ იმ მღვდელმსახურს, რომელიც ღვთისმსახურებას ხელმძრვანელობდა, უფლებამოსილება შეუჩერეს.