ავტორი:

არასრულწლოვნის მკვლელობის ფაქტზე 17 წლის ბიჭს ბრალი წარედგინა - რა განცხადებას ავრცელებს პროკურატურა ზუგდიდში მომხდარ ფაქტზე?

არასრულწლოვნის მკვლელობის ფაქტზე 17 წლის ბიჭს ბრალი წარედგინა - რა განცხადებას ავრცელებს პროკურატურა ზუგდიდში მომხდარ ფაქტზე?
  • ფოტოზე: საბა მამფორია

პროკურატურამ ზუგდიდში მომხდარი არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 20 ნოემბერს, ზუგდიდში, არასრულწლოვანმა ბრალდებულმა ასევე არასრულწლოვანს დანით გულმკერდის არეში ჭრილობები მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით (დამამძიმებელ გარემოებაში წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობა) წარედგინა.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

  • ცნობისთვის, შემზარავი ტრაგედია ზუგდიდში, ქალაქის ცენტრში 20 ნოემბერსმოხდა. მოკლულია ზუგდიდის მე-3 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე, 15 წლის საბა მამფორია.

როგორც ირკვევა, საბას თანატოლმა ცივი იარაღით მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა. დაჭრილი შველას ითხოვდა, ის მალევე გადაიყვანეს ზუგდიდის რეფერალურ კლინიკაში, მაგრამб სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. სავარაუდოდб მოზარდი სისხლისგან დაიცალა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო და სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს თანატოლის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი. მკვლელობაში ბრალდებული ზუგდიდის მე-7 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეა. ჩვენი ინფორმაციით, მან დანაშაული უკვე აღიარა.

ნახეთ ასევე